აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულის სტატიის შეფასების კრიტერიუმებია:

  • შესაბამისობა კრებულის თემატიკასთან;
  • საკითხის აქტუალობა;
  • არგუმენტაცია;
  • ანალიზის სიღრმე, ტექსტის სიცხადე;
  • დასკვნების შესაბამისობა შედეგებთან, მიზანსა და ამოცანებთან;
  • კვლევის სიახლე;
  • აკადემიური ციტირების სტილი.

სამეცნიერო ნაშრომის რეცენზირება ხორციელდება ნაშრომის შინაარსისა და სპეციფიკის შესაბამისად შერჩეული კვალიფიციური დარგის სპეციალისტების მიერ, რომლებიც სამეცნიერო ნაშრომს აფასებენ თუ როგორ არის ასახული სტატიაში თეორია და მეთოდოლოგია, ახდენს თუ არა ავტორი პრობლემისადმი უახლესი მიდგომების დემონსტრირებას, რამდენად გასაგებია ტექსტი და რამდენად გამართულია ენობრივად, რამდენად ლოგიკურია ინტერპრეტაცია, რამდენად ლოგიკურია ინტერპრეტაცია, რა დონეზეა წარმოდგენილი შედეგებისა და დასკვნების მეცნიერული კონტექსტუალიზაცია (სამეცნიერო დისკუსია-როგორ რეზონირებს სტატიაში დასახული პრობლემის დამუშავება ზოგადსამეცნიერო პრობლემატიკასთან, რამდენად შეესაბამება ერთმანეთს სტატიის სათაური, ანოტაცია და დასკვნები.

რეცენზენტის შეფასების ფორმა იხილეთ: