აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულში მაღალი სამეცნიერო ღირებულების მქონე ნაშრომების გამოქვეყნება შეუძლია როგორც EEU-ს პერსონალს, მკვლევარებსა და დოქტორანტებს, ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ–მასწავლებლებს, მკვლევარებსა და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს.

შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება რეცენზენტის დასკვნის საფუძველზე.

სამეცნიერო შრომების კრებულში სტატიის გამოქვეყნების საფასური: 100 ლარი

EEU-ს პერსონალისა და სტუდენტებისათვის კრებულში ნაშრომების გამოქვეყნებას აფინანსებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი! 

მნიშვნელოვანი თარიღები:

ანოტაციის (ქართულ და ინგლისურ ენებზე შესრულებული) და სამეცნიერო ნაშრომის მიღების ბოლო ვადა  -   

1 ნოემბერი, 2020წ.

სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა და ავტორებისთვის შეტყობინება  -  15 ნოემბერი, 2020წ.

კრებულის გამოცემა  -  დეკემბერი, 2020წ.


განსაზღვრული
ვადების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება!

წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sciencepapers@eeu.edu.ge  სათაურის ველში (subject) უნდა მიეთითოს ’’სამეცნიერო შრომების კრებული 2020’’.

მოთხოვნები სამეცნიერო ნაშრომის გასაფორმებლად იხილეთ დანართ 1-ში

გისურვებთ წარმატებას!

საკონტაქტო ინფორმაცია

თათია ღერკენაშვილი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი

მობ.: 598 10 57 29

ელ.ფოსტა.: t.gherkenashvili@eeu.edu.ge