გამოცხადდა სტატიების მიღება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების № 4 კრებულისთვის!
Posted on 2023-12-25აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ’’სამეცნიერო შრომების კრებული’’ არის ორ ენოვანი სამეცნიერო პუბლიკაცია, რომლის მიზანია ცოდნის გაზიარება, სიახლის შექმნა, მეცნიერების განვითარება და სხვადასხვა დარგში განხორციელებული უახლესი კვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ჟურნალი რეგისტრირებულია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზა/პორტალებში (Google Scholar, ResearchGate, DSpacenplg.gov)
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულში მაღალი სამეცნიერო ღირებულების მქონე ნაშრომების გამოქვეყნება შეუძლია როგორც EEU-ს პერსონალს, მკვლევარებსა და დოქტორანტებს, ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ–მასწავლებლებს, მკვლევარებსა და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს.
სამეცნიერო შრომების კრებულში სტატიის გამოქვეყნების საფასური: 100 ლარი
EEU-ს პერსონალისა და სტუდენტებისათვის კრებულში ნაშრომების გამოქვეყნებას აფინანსებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი!
შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება რეცენზენტის დასკვნის საფუძველზე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია და მნიშვნელოვანი თარიღები:
- ქართულ ენოვანი სამეცნიერო ნაშრომის (ანოტაციასთან ერთად) მიღების ბოლო ვადა 15 თებერვალი, 2024;
- სტატიების რეცენზირება - 16 თებერვალი - 5 მარტი, 2024;
- რეცენზენტების რეკომენდაციების გათვალისწინებით შესრულებული ქართულ და ინგლისურ ენოვანი სამეცნიერო ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადა 25 მარტი, 2024;
- კრებულის საგამომცემლო სამუშაოების ჩატარება – აპრილი/მაისი, 2024.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე sciencepapers@eeu.edu.ge სათაურის ველში (subject) უნდა მიეთითოს ’’სამეცნიერო შრომების კრებული N4’’.
განსაზღვრული ვადების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება!
მოთხოვნები სამეცნიერო ნაშრომის გასაფორმებლად იხილეთ N1 დანართში.
გისურვებთ წარმატებას!
საკონტაქტო ინფორმაცია:
თათია ღერკენაშვილი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი
598 10 57 29