ზრდის სტრატეგიის განხორციელების სირთულეები
Main Article Content
რეზიუმე
მრავალი კომპანიის მთავარი საქმე ზრდის გზებისა და საშუალებების გამონახვაა. სწრაფი ზრდის მიღწევის
ნაცად ხერხს დარგობრივი შეზღუდვებისგან გათავისუფლება წარმოადგენს, რომელიც სხვა სიკეთეებთან
ერთად სამამულო კომპანიებს ქმედით შედარებით უპირატესობას სძენს და მყარად კონკურენტუნარიან
ორგანიზაციად გადაქცევის შანსს აძლევს. შეზღუდვებისაგან გათავისუფლებას უმეტეს შემთხვევებში
დერეგულაციის ფორმა აქვს.
თუმცა ეს არ ქმნის მთავარ სირთულეს კომპანიებისათვის. მთავარი გამოწვევა საჭირო ცოდნის,
გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების მქონე მუშაკების არსებობაა. მათ გარეშე კომპანია წარმატებულად
ვერ განახორციელებს არა მხოლოდ შერწყმულ სტრატეგიას არამედ დივერსიფიკაციის ნებისმიერ ფორმას.
თანამედროვე წარმატებული კომპანიები მსწავლელი ორგანიზაციები არიან და თავისთავად არ წარმოქმნილან;
ისინი ასევე მსწავლელი საზოგადოების სრულფასოვან წევრებს წარმოადგენენ და ოთხ
ძირითად კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. ესენია საბაზრო ასპექტი, შესაძლებლობების გამოყენების ასპექტი,
სტრატეგიული ასპექტი და სამმართველო-ორგანიზაციული ასპექტი. მსწავლელი ორგანიზაცია უწინარეს
ყოვლისა შემოქმედებითი აზროვნებისთვის ღია ორგანიზაციაა; ის რასაც იქ ყველა აკეთებს, არის ცოდნაზე
დაყრდნობით ქმედებების განხორციელება. მენეჯმენტის პროცესში აზროვნების უნიკალური ფორმები
ყალიბდება, რომელიც შესაძლოა კომპანიის კონკურენტული უპირატესობის მყარ ბაზისს შეადგენდეს.
ჩვენს ქვეყანაში ასეთი ორგანიზაციების წარმოქმნა ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან ჩვენი
საზოგადოება თავად არ წარმოადგენს მსწავლელ საზოგადოებას. არ არსებობს უწყვეტი სწავლისა და
განვითარების ძლიერი სტიმულები. ამიტომაა, რომ ინოვაციების მხრივ სავალალო მდგომარეობა გვაქვს.
ამ მხრივ ვითარება იმდენად რთულია, რომ შეუძლებელია უახლოეს მომავალში მისი გამოსწორების იმედის
არსებობა. რაც შეეხება საშუალოვადიან ან შორეულ მომავალს, ამისათვის სათანადო სტრატეგია უნდა
შეიქმნას სახელმწიფოში, რათა თანამედროვე ორგანიზაციების წარმოქმნას სათანადო ნიადაგი ჰქონდეს.
Article Details
ამ ნაშრომზე მოქმედებს Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზია.
გამოყენებული ლიტერატურა
გაგნიძე, ი. მსოფლიო და გლობალური კონკურენტუნარიანობა _ ცნებიდან პოლიტიკამდე. საქართველოს
ეკონომიკა მსოფლიო კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლებში: პრობლემები, პერსპექტივები.
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეორე სამეცნიერო კონფერენციის მასალები.
Senge, P. (1990). The Fifth Discipline: the Art and Practice of the Learning Organization. New York: Doubleday
McKaskill, T. (2010). Ultimate Growth Strategies: A practical guide to engineer high growth into your business.
https://hbr.org/1993/07/building-a-learning-organization
http://www.knowledge-management-tools.net/leadership-and-the-learning-organization.html