კულტურული პარადიგმის როლი სოციალური მენეჯმენტის განვითარებაში
Main Article Content
რეზიუმე
წარმოდგენილი სტატია ეხება კულტურული ფასეულობის მენეჯმენტს და მასში ყურადღება გამახვილებულია
ორგანიზაციის სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე სოციალურ–კულტურული მექანიზმის ცვლილებაზე
და სუბკულტურების როლზე მმართველობითი იერარქიის ფორმირებაში და
მმართველობითი გადაწყვეტილების მიღებაში. ბაზრის კვლევამ (დაკვირვება და შემთხვევების
ანალიზი) აჩვენა, რომ სოციალური განვითარების ალგორითმიზაციაში გადამწყვეტ როლს ასრულებს
ინოვატორი და ტრანსფორმატორი ლიდერის ქცევა, რის საფუძველზეც ფორმირდება `ცვლილებათა
გუნდი~ და ყალიბდება `ახალი და სიტუაციური ხედვა~. ინსტიტუციონალური მენეჯმენტის
კომპეტენტურობა უკავშირდება კონსერვატორულ და ლიბერალურ ფასეულობებს შორის ოპტიმალური
თანაფარდობის დაცვას. სტატია ფოკუსირებულია სოციალური თანამსრომლობის მნიშვნელობაზე და
შემუშავებულია სოციალური პარტნიორობის მოდელი. საბაზრო მენეჯმენტის პრინციპებიდან
გამომდინარე, შემუსავებულია სერვისის ხარისხის მოდელი, რაც მიანიშნებს საგარეო კომუნიკაციის
მნიშვნელობაზე. სამეცნიერო ნაშრომში აქტუალიზირებულია დასავლური და აღმოსავლური კომპანიების
ფასეულობების მენეჯმენტი, რომლის გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება სიტუაციური მართვის
მოდელიდან გამომდინარე.
Article Details
ამ ნაშრომზე მოქმედებს Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზია.
გამოყენებული ლიტერატურა
Richard Wilson, Colin Gilligan – Strategic Marketing Management. Second Edition, UK. 1997
Patrick J.Montana, Bruce H. Charm –Management. Third edition. Barron’s. 2000
Yuri Afonin – Social Management. University of Moscow. 2004