სტუდენტის როლი ხარისხის შიდა უზრუნველყოფაში (საქართველოს ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტის მაგალითზე)
Main Article Content
რეზიუმე
უმაღლესი განათლების ერთერთ ფუნდამენტურ საკითხს განათლების ხარისხის შიდა უზრუნველყოფის პროცესში სტუდენტთა ჩართულობა წარმოადგენს. ნაშრომში შესწავლილია საქართველოში არსებული ერთერთი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგალითზე ხარისხის მართვის შიდა უზრუნველყოფაში სტუდენტთა ჩართულობის ფაქტორები, ძირითადი გამოწვევები და აღნიშნულ პროცესისადმი სტუდენტებისა და დაწესებულებების დამოკიდებულებები.
კვლევაში გამოყენებულ იქნა თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდები. თვისებრივი კვლევა განხორციელდა ევროპის სტუდენტური გაერთიანებებისა და კერძო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან, ხოლო რაოდენობრივმა კვლევამ მოიცვა სამიზნე კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები. ნაშრომს საფუძვლად უდევს ბოლონიის პროცესები, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შიდა ხარისხის უზრუნველყოფაში სტუდენტთა ჩართულობის ნაწილში. სწორედ ბოლონიის პროცესებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ფორმირებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება სტუდენტის როლს, ხედვებსა და შეფასებებს. კვლევის პროცესმა თვალსაჩინო გახადა ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა ჩართულობას შიდა ხარისხის უზრუნველყოფაში. შესაბამისად, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს გააუმჯობესოს სტუდენტთა მონაწილეობა და ჩართულობა ხარისხის შიდა უზრუნველყოფაში.
Article Details
გამოყენებული ლიტერატურა
Grdzelidze, I., Buchashvili, G., Kardava, M., (2019) National Center for the Development of the Quality of Education, Ensuring the Quality of Higher Education: Approaches, Challenges and Opportunities: Re- trieved 10 May 2023 https://eqe.ge/res/docs/QAHandbook10.12.2019Final.pdf
Communiqué of the Prague Conference, 2001 https://mes.gov.ge/uploads/Bologna/3%20berlinis%20komunike.pdf
Order of the Minister of Education and Science of Georgia No. 99/N, October 1, 2010, Tbilisi, on the regu- lation of authorization of educational institutions and approval of fees
Order of the Minister of Education and Science of Georgia No. 65/N, May 4, 2011, on the regulation of accreditation of educational programs of higher educational institutions and approval of fees
Alaniska H., (2006), Student involvement in the processes of quality assurance agencies https://www. enqa.eu/wpcontent/uploads/Studentinvolvement.pdf
Standards and Guidelines for Quality Assurance in the European Higher Education Area (ESG), 2015) https://www.enqa.eu/wpcontent/uploads/2015/11/ESG_2015.pdf
Quality Assurance Framework, University Policy Papers, University of Amsterdam https://www.uva.nl/en/ abouttheuva/policyandregulations/policy/educationpolicy/qualityassurance/qualityassurance. html