მოსამზადებელ სტადიაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გაუმართლებლობა

Main Article Content

გია ლილუაშვილი

რეზიუმე

დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თავისი ბუნებით, გადაწყვეტილების ერთ-ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან
სახეს წარმოადგენს. ის ერთგვარი სანქციაა იმ პირის მიმართ, რომელიც, კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევებში, საპატიო მიზეზის გარეშე არ ასრულებს სასამართლოს მითითებებს.
აღნიშნული ინსტიტუტი არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შექმნის მომენტიდან, თუმცა დროთა
განმავლობაში მისი მიღების საფუძვლები გაფართოვდა. 2007-2011 წლებში დამკვიდრდა წესი, რითაც,
გარკვეულ შემთხვევებში დაუსწრებელი გადაწყვეტილება დაშვებულ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების
მოსამზადებელ სტადიაზეც. ამ წესის დამკვიდრების მიზანი მხარის არაკეთილსინდისიერი ქმედებით
მოსამზადებელი სტადიის გაჭიანურების აღკვეთა იყო. თუმცა ასეთი გაჭიანურების მცდელობის თავიდან
ასაცილებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ წესს ისედაც ითვალისწინებდა.
ეს წესი კეთილსინდისიერ მხარეს აძლევდა შესაძლებლობას მოეგო სამოქალაქო დავა სასამართლოს
მთავარ სხდომაზე.
სტატიაში დასაბუთებულია მოსამზადებელ სტადიაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის
გაუმართლებლობა.

Article Details

ციტირება
Gia Liluashvili. (2020). მოსამზადებელ სტადიაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გაუმართლებლობა. სამეცნიერო შრომების კრებული , (1). Retrieved from https://journals.eeu.edu.ge/index.php/collection-of-scientific-papers/article/view/14
სექცია
სამართალი
ავტორის ბიოგრაფია

გია ლილუაშვილი

ასოცირებული პროფესორი
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

 

Bookmark and Share

გამოყენებული ლიტერატურა

ლატვიის სამოქალაქო საპროცესო კანონი, 2010 წლის მდგომარეობით, https://likumi.lv/ta/id/50500-civilprocesa-likums/redakcijas-datums/2010/02/01

ლილუაშვილი, თ. და სხვა ავტორები (2014). სამოქალაქო საპროცესო სამართალი, გამომცემლობა

`სამართალი~.

ლილუაშვილი, თ. და ხრუსტალი, ვ. (2007). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი,

გამომცემცლობა `სამართალი~.

ქურდაძე, შ. და ხუნაშვილი, ნ. (2015). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი,

გამომცემლობა `მერიდიანი~.