უცხოური სამართალი და ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები საერთაშორისო კერძო სამართალში
Main Article Content
რეზიუმე
საერთაშორისო კერძო სამართლის პროცესში უცხოური სამართლის გამოყენების ეფექტურობა დამოკიდებულია
იმაზე, რამდენად სწორად და შეიძლება ითქვას დელიკატურად იმოქმედებენ ზემდგომი ინსტანციის
სასამართლოები პირველი ინსტანციის მიერ უცხოური სამართლის გამოყენებით მიღებული
გადაწყვეტილებების შემოწმებისას. შესაძლებელია თუ არა გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება
უცხოური სამართლის გამოყენების, არგამოყენების ან არასწორად გამოყენების საფუძვლით. საკითხი დიდად
არის დამოკიდებული უცხოური სამართლის კვალიფიკაციაზე ფაქტის თუ სამართლის კატეგორიად.
იმ სამართლებრივ სისტემებში, სადაც უცხოური სამართალი `ფაქტია”, გადაწყვეტილება შეიძლება გასა-
ჩივრდეს სააპელაციო ან საკასაციო წესით. იმ ქვეყნებში, რომელთა სამართლებრივი სისტემა უცხოურ
სამართალს აღიარებს `სამართლის~ კატეგორიად, ზემდგომი სასამართლოს მიერ ქვემდგომი სასამართლოს
გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი მატერიალური სამართლის ნორმების არასწორი გამოყენება
და მათი არსებითი დარღვევაა.
ქართულ სამართლებრივ სივრცეში სულ უფრო ხშირდება განსხვავებულ სამართლებრივ სისტემებსა და
კანონებთან კონტაქტის დამყარების შემთხვევები. მოსამართლეებსა და ადვოკატებს ინტენსიური შეხება
შეიძლება ჰქონდეთ საერთაშორისო კომპეტენციასა და კოლიზიური სამართლის პრინციპებთან. ამდენად,
სტატია დახმარებას გაუწევს პრაქტიკოს იურისტებს განხილული საკითხის უკეთ შეცნობაში.
Article Details
ამ ნაშრომზე მოქმედებს Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზია.
გამოყენებული ლიტერატურა
გამყრელიძე, ს. (2000). საერთაშორისო კერძო სამართლის შესავალი. გამ. `ბონა კაუზა~, თბ. გვ. 82.
Fentiman, R. (1998). Foreign Law in English Courts. Pleading, Proof and Choice of Law, Oxford , 48,49.
Hausmann, R. (2008). Pleading and Proof of Foreign Law - a Comparative Analysis, The European Legal Forum,
http://www.european-legal-forum.com/
Rogerson, P. (2013). Collier’s Conflict of Laws, Cambridge University Press, Fourth Edition, 47.
North P. M. Fawcett J.J. (1999). Chesire and North’s Private International Law. 13th Edition, 108.
International Encyclopedia of Comparative Law. Volume III, Private International Law, Chapter 14, Zajtay, I.
(1972). The Application of Foreign Law, 31-34, 37, 38.
The Application Of Foreign Law In Civil Matters In The EU Member States And Its Perspectives for The Future,
PART I, Legal Analysis, Swiss Institute of Comparative Law, Lausanne 2011, 118,132,380. https://www.isdc.
ch/
Treatment of Foreign Law - Dynamics towards Convergence? Ius Comparatum-Global studies in Comparative
Law, Yuko Nishitani Editor, volume 26, Springer 2017. 142,176,177.
Шак, Х. (2001). Международное гражданское процессуальное право. Москва. cт. 317-319.