პოლიტიკური დისკურსის ფუნქციურ-ენობრივი ასპექტები
Main Article Content
რეზიუმე
ნაშრომში გაანალიზებულია პოლიტიკური დისკურსის კომუნიკაციური სტრატეგიის ზოგადი ტენდენციები,
კერძოდ, დასავლური და ქართული პოლიტიკური ინტერაქციის ზოგიერთი ენობრივი თავისებურება
და თანამედროვე პოლიტიკური დისკურსის ფუნქციური ასპექტები. ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ, რა გავლენას
ახდენს ობიექტური და სუბიექტური გარემოებები პოლიტიკური დისკურსის ფორმირებაზე და რა სა-
შუალებებით ახერხებს პოლიტიკის ენა საზოგადოებრივი ცნობიერების მართვას. შევისწავლეთ რა ზეპირი
პოლიტიკური დისკურსის ნიმუშები, მივედით იმ დასკვნამდე, რომ თანამედროვე ქართული პოლიტიკური
ინტერაქციის ფუნქციურ-ენობრივი ასპექტები, მიზნები და ამოცანები არსებითად არ განსხვავდება
დასავლურისგან. ქართულ პოლიტიკურ სივრცეშიც სიტუაციის განსხვავებული `მენტალური მოდელის~
შესაქმნელად იყენებენ `დისკურსული დომინირების~ მეთოდს _ შესაბამისი ლინგვისტური თუ ექსტრალინგვისტური
ფაქტორების მაქსიმალური კონცენტრაციით.
ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევის მეთოდები ძირითადად ემპირიულ-ექსპერიმენტულია. საანალიზო
მასალად გამოყენებულია ზეპირი პოლიტიკური მეტყველება, ვიდეო და აუდიოჩანაწერები.
Article Details
ამ ნაშრომზე მოქმედებს Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზია.
გამოყენებული ლიტერატურა
ბეჭდური წიგნი:
რ. ზექალაშვილი, ქართული დიალოგური მეტყველება (ძირითადი ლინგვისტური და ექსტრალინგვისტური
მახასიათებლები), თბილისი, 2012.
კვარაცხელია, გ. ქართული ენის ფუნქციური სტილისტიკა, თბილისი, 1990.
В. Д. Стариченок, Большой Лингвистический Словарь, Ростов-на-Дону, 2008.
А.П.Чудинов, « Политическая Лингвистика», Москва, 2007.
ელექტრონული წიგნი:
Т.В. Дейк, Дискурс и Власть:Репрезентация доминирования в языке и коммуникации;Москва,2013. https://klex.ru/o5o
ვებგვერდი:
Word of the year 2016 is…https://languages.oup.com/word-of-the-year/word-of-the-year-2016