კომედიისა და პაროდიის ცნება აირის მერდოკის რომანში `სასიამოვნო და მართალი~
Main Article Content
რეზიუმე
აირის მერდოკი მე-20 საუკუნის მე-2 ნახევრის ბრიტანელი მწერალი და ფილოსოფოსი იყო. მისი შემოქმედება
სავსეა აქტუალური თემებით, რომელთაგან აღსანიშნავია ხელოვნება, სიყვარული, თავისუფლება.
აირის მერდოკის რომანებში დიდია გავლენა ცნობილი მწერლებისა, მაგალითად უილიამ შექსპირის. ის
ფაქტი, რომ მერდოკი შექსპირს აიდიალებდა მისი მრავალი რომანიდან იკვეთება. მერდოკის რომანებში,
მაგალითად `შავი პრინცი~, `ზღვა, ზღვა~, `მშვენიერება და გულისხმიერება~, გაუწაფავი მკითხველისთვისაც
ადვილი მისახვედრია შექსპირის პიესებთან მსგავსება. მერდოკის ერთ-ერთი მკვლევარი, პიტერ
კონრადი იხსენებს, რომ 1965 წელს, იგი თავიდან ეცნობოდა შექსპირის შემოქმედებას იმ იმედით, რომ
მისი პიესების თავიდან გაცნობა დაეხმარებოდა მას ღირებული ნაწარმოების შექმნაში; როგორც ჩანს,
მის მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია და 1968 წელს, მან გამოაქვეყნა მისი მე-11 რომანი `მშვენიერება
და გულისხმიერება~, რომელშიც დიდია გავლენა შექსპირის პიესებისა `ამაო გარჯა სიყვარულისა~ და
`როგორც გენებოთ~. სიყვარულის თემა რომ ცენტრალურია აირის მერდოკის რომანებში, სიახლეს არავისათვის
წარმოადგენს, ამიტომ შექსპირის კომედიების პაროდირება ამ რომანებში გასაკვირი არ არის.
მერდოკის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს კომედია და ის იყენებს კომიკურ თემებს, ხერხებს,
მოტივებს. მიზეზი, თუ რატომ ქმნის მწერალი კომიკურ სურათს არის ის, რომ მას თავად მიაჩნია ცხოვრება
განსაკუთრებულად კომიკურად. თავის ყველაზე სერიოზულ რომანშიც კი (`შავი პრინცი~), რომელიც
სავსეა ტრაგიკული ამბებით. მწერალი თავად ცდილობს გააცინოს მკითხველი ადამიანზე, ვინც
მთელი რომანის მანძილზე უშედეგოდ ცდილობს სიმართლის დამტკიცებას და მუდმივ დაცინვას განიცდის
რომანის სხვა გმირების მიერ.
ეთერ შავრეშიანი
კომედიისა და პაროდიის ცნება აირის მერდოკის რომანში `მშვენიერება და გულისხმიერება~
სტატიაში წარმოდგენილი კვლევა ძირითადად ეყრდნობა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურათმცოდნის,
კრიტიკოსისა და თეორეტიკოსის ნორთროპ ფრაის ერთ-ერთ ცნობილ წიგნს `კრიტიკის
ანატომია~, სადაც განიხილავს ოთხ ესეს. ერთ-ერთ ესეში მითის შესახებ, იგი განიხილავს ოთხი
ტიპის გმირს, რომლებსაც ვხვდებით კომედიაში, ტრაგედიასა და რომანში ჯერ კიდევ ძველი ბერძნული
ლიტერატურიდან მოყოლებული, ესენია ``alazon”, ~eiron”, ~bomolochos” და `agroikos ტიპის გმირები.
სტატიაში განხილულია კომედიის თეორიები და კომიკური მახასიათებლები, პაროდიის ცნება და მისი
ჟანრები. შექსპირის პიესების ზოგადი მსგავსება და პაროდირება მერდოკის ამ კონკრეტულ რომანთან,
დასკვნაში კი წარმოდგენილია საბოლოო შედეგები.
Article Details
ამ ნაშრომზე მოქმედებს Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზია.
გამოყენებული ლიტერატურა
არისტოტელე, პოეტიკა. თბ., `განათლება~, 1979
შექსპირი, უილიამ. თბ., `ხელოვნება~, 1985
შექსპირი, უილიამ. თბ., `ხელოვნება~, 1987
Bakhtin, M. (1973). Problems of Dostoevsky’s poetics. Ardis.
Bayley, J. (1981). Shakespeare and Tragedy. London: Routledge and Kegan Paul.
Bove, Cheryl, K. (1993). Understanding Iris Murdoch. South Carolina: University of South Carolina press.
Byatt, A.S. (1994). Degrees of freedom. The Early novels of Iris Murdoch. London: Vintage,
Conradi, P., J. Iris Murdoch (1989). The saint and the artist. London: Macmillan.
Dentith, S. (2002). Parody. London: Taylor&Francis.
Dipple, E., Iris, M. (1982). Work for the spirit. London: Methuen and Co. Ltd., Farzaneh Naseri Sis. Iris Murdoch’s
novel-plays: The impact of the use of Dramatic elements on Iris Murdoch’s fiction. Turkey. 2009
Frye, Northrope. Anatomy of Criticism. London: Penguin books, 1957
McEwan, Neil. The Survival of the Novel: British Fiction in the later twentieth century. London: The Macmillan
Press Ltd., 1981
Murdoch, Iris. “The Black Prince”. Penguin books, 1973
Murdoch, Iris: “The Fire and The Sun”. London: Chatto&Windus, 1977
Murdoch, Iris: “The Nice and The Good”. London: Chatto&Windus, 1969
Murdoch, Iris: “Sartre, Romantic Rationalist”. Viking Penguin Inc. 1987
Murdoch, Iris. “The Sea, The Sea”. Penguin books, 1978
Murdoch, Iris: “The Sovereignty of Good”. Routledge Classics, London and New York, 2010
Murdoch, Iris. Metaphysics as a Guide to morals. Penguin books, New York: 1992