სოციუმში ტექსტის ინტერპრეტაციის სემიოტიკური ანალიზი (ექსპერიმენტული მონაცემების საფუძველზე)

Main Article Content

ნათია კენჭიაშვილი

რეზიუმე

ჩვენი კვლევის საგანია ტექსტის სემიოტიკური ანალიზი, მისი მდგრადობისა და ცვალებადობის საკითხი
მრავალჯერადი, განმეორებითი გადმოცემის შემთხვევაში.
კვლევის მიზანია გაირკვეს, მრავალჯერადი, განმეორებითი ნარაციის შემთხვევაში: რა სახის ცვლილებებს
განიცდის ტექსტი? როგორ იცვლება `ორიგინალი~ ტექსტის ფორმა და შინაარსი? ინარჩუნებს თუ არა
ტექსტი თავდაპირველ მიზანდასახულობას? რა განაპირობებს სახეცვლილი ტექსტების იდენტობას? რა
როლი აქვს ამ პროცესში მომხმარებელს?
საექსპერიმენტოდ შეირჩა გარკვეული ნარატიული ხასიათის ტექსტი, კერძოდ, იგავ-არაკი. ექსპერიმენტის
შედეგად მოპოვებული მასალის ანალიზისათვის ვიყენებთ სემიოტიკურ მეთოდს, რომელიც სამი _
სინტაქტიკური, სემანტიკური და პრაგმატიკული ასპექტისაგან შედგება: სინტაქტიკური ასპექტით ტექსტის
კვლევისას ჩვენ განვიხილავთ ცდისპირების მიერ დაწერილ ტექსტებს ერთმანეთთან მიმართებაში, კერ-
ძოდ, გავარკვევთ, თუ რა განსხვავება ან ცდომილება მივიღეთ ყოველ, მომდევნოდ გადმოცემულ ტექსტ-
ში; სემანტიკური ასპექტით ტექსტის კვლევისას ჩვენთვის ამოსავალია, ტექსტსა და მის თანმხლებ აზრს
შორის მიმართების დადგენა. ყურადღება მივაქციეთ იმას, თუ როგორ შეიცვალა ტექსტის თავდაპირველი
აზრი და რა მივიღეთ შედეგად; პრაგმატიკული ასპექტით ტექსტის კვლევისას ჩვენ გამოვყავით ტექსტისა
და მისი ავტორის საკითხი ისეთ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება ზეპირსიტყვიერ ტექსტებს. ჩვენი
ექსპერიმენტი კი იმის ნათელი დადასტურება იყო, თუ როგორ შეიძლება გაიგოს და გაიაზროს ერთი ტექსტი
სხვადასხვა მომხმარებელმა.

Article Details

ციტირება
Natia Kentchiashvili. (2020). სოციუმში ტექსტის ინტერპრეტაციის სემიოტიკური ანალიზი (ექსპერიმენტული მონაცემების საფუძველზე). სამეცნიერო შრომების კრებული , (1). Retrieved from https://journals.eeu.edu.ge/index.php/collection-of-scientific-papers/article/view/22
სექცია
ლიტერატურა, ენათმეცნერება
ავტორის ბიოგრაფია

ნათია კენჭიაშვილი

დოქტორანტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

Bookmark and Share

გამოყენებული ლიტერატურა

გამყრელიძე, თ., კიკნაძე, ზ., შადური, ი., შენგელაია, ნ. (2008). თეორიული ენათმეცნიერების კურსი,თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

სიბრძნე მინიატურებში, (2010). გამოცემის იდეის ავტორი და შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი მურღულია გ., თბილისი, ტრიასი.

Моррис, Ч. (1983). Основания теории знаков, Семиотика. Семиотика языка и литературы, Москва: «Радуга».