ფონოსემანტიკური ლექსიკა მეგრულ ანდაზებში
Main Article Content
რეზიუმე
წინამდებარე ნაშრომში ფუნქციურ-სემანტიკური თვალსაზრისით გაანალიზებულია მეგრულ ანდაზებ-
ში დადასტურებული სხვადასხვა სემანტიკის ბგერწერითი ლექსიკა (მაგალითად, ხმიანობის, მოძრაობის,
ჭამის... აღმნიშვნელი სიტყვები). ცნობილია, რომ პარემიული ერთეულებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
ფრაზის ლაკონიურობა და მონოლითურობა, რითმისა და რიტმის მოწესრიგება. ზემოხსენებულ
მიზანს ანდაზა აღწევს ენაში არსებული სხვადასხვა ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებით,
რომელთა შორისაც საყურადღებოა ბგერწერითი ლექსიკა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საინტერესოა
იმაზე დაკვირვება, თუ რამდენად ვლინდება და რა როლს ასრულებს, რა დატვირთვას იძენს ფონოსემანტიკური
სიტყვები მეგრულ ანდაზებში და რა სემანტიკის, როგორი სტრუქტურის ბგერწერასთან გვაქვს
საქმე. მსოფლიოს სხვადასხვა ენაში ბგერწერითი ლექსიკის შესწავლა პირდაპირ უკავშირდება ნიშნის
პირობითობის საკითხს. კერძოდ, ფონოსემანტიკურ ლექსემებში ვლინდება არა პირობითი, არამედ მოტივირებული
კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის. ეს მოსაზრება გამართლებულია როგორც საკუთრივ
ხმაბაძვითი (ე.წ. ონომატოპოეტური) სიტყვებისათვის, ისე ბგერითი სიმბოლიზმის გამომხატველი
ლექსიკური ერთეულებისთვისაც. ამასთან, ისიც აღსანიშნავია, რომ სიტყვათა ზემოთ დასახელებულ ორ
ჯგუფს შორის მკვეთრი საზღვრების დადგენა შეუძლებელია. დასახული მიზნიდან გამომდინარე კვლევით
ნაშრომში განხილულია ვრცელი ემპირიული მასალა.
Article Details
ამ ნაშრომზე მოქმედებს Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზია.
გამოყენებული ლიტერატურა
აფრიდონიძე, შ. (1993). ხმაბაძვითი ზმნების სტრუქტურისა და მართლწერის საკითხები ქართულში,
ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, წიგნი მეათე, გვ. 92-103, თბილისი;
ასათიანი რ. (1979). ფონეტიკური სიმბოლიზმისათვის, ჯევანმარდი II, გვ. 15-20, თბილისი;
გერსამია რ., კიკვიძე ზ., ლომია მ., მამისეიშვილი ნ., საღლიანი მ. (2016). ფონოსემანტიკური ლექსიკა
ქართველურ ენებში, თბილისი;
გუდავა ტ. (1958). ხმაბაძვის ერთი სახეობა მეგრულში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების
ინსტიტუტის XVI სამეცნიერო სესიის თეზისები, გვ. 15-16, თბილისი;
კიზირია ნ. (2003). ხმაბაძვითი სიტყვები ქართულში, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული,
XXII, გვ. 27-40, თბილისი;
ლომია მ. (2016). ფონოსემანტიკურ ზმნურ ფორმათა მორფოსინტაქსური ბუნების შესახებ (ქართული,
მეგრული და ლაზური მასალების მიხედვით), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ
მეცნიერებათა ფაკულტეტის X საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციის თეზისები, გვ.
-15, თბილისი;
მელიქიშვილი ი. (1999). ბგერწერითი ლექსიკისათვის ქართულში, ენათმეცნიერების საკითხები,#3, გვ.
-89, თბილისი;
ქართული ენა, ენციკლოპედია, გამომცემლობა `ეროვნული მწერლობა~, თბ., 2008;
ქობალავა ი. (1980). ზოგიერთი ტიპის ხმაბაძვითი სიტყვების წარმოებისათვის ქართულში, თანამედროვე
ზოგადი ენათმეცნიერების საკითხები, ტ. V, გვ. 67-76, თბილისი;
შეროზია რ., მემიშიში ო. (1994). მეგრული და ლაზური ანდაზები, გამომცემლობა `მსგეფსი~, თბილისი;
Magnus M. (2001). What’s in a Word? Studies in Phonosemantics, Submitted to NTNU for evaluation for the
degree doctor “Philosophiae”. Retrieved March 3, 2018, from http://www.trismegistos.com/dissertation/dissertation.