მცირე მეწარმეების სოციალური კაპიტალის თავისებურებები საქართველოში
Main Article Content
რეზიუმე
სოციალური კაპიტალი სოციალური ქსელების ღირებულებას გამოხატავს მეწარმეებისათვის.
სოციალური კონტაქტები გავლენას ახდენს ინდივიდებისა და ჯგუფების პროდუქტიულობაზე,
უზრუნველყოფს ინფორმირებულობას, ტრანსაქციული ხარჯების შემცირებასა და ბაზრებზე
განმტკიცებას. მისი მნიშვნელობა ბიზნესში დიდია, განსაკუთრებით მცირე მეწარმეების
საქმიანობაში.
ეკონომიკური და კულტურული კაპიტალისაგან განსხვავებით, სოციალური კაპიტალი განსაზღვრავს
ფაქტობრივი ან პოტენციური რესურსების ერთობლიობას, რომელიც უკავშირდება
ურთიერთგაცნობისა და აღიარების მეტ-ნაკლებად ინსტიტუციონალურ ურთიერთობების ქსელის
ფლობას. ინვესტიცია სოციალურ ურთიერთობებში ბაზარზე მოსალოდნელ მოგების მიღების მხარდამჭერი მექანიზმია. ამ ტერმინს განსხვავებული მნიშვნელობები აქვს, რამდენადაც
იგი გამოიყენება როგორც სოციოლოგების, ფილოსოფოსების, ასევე ეკონომისტების მიერ და
მას უკავშირებენ ინდივიდების, კოლექტივის ქცევებს და მეწარმეობას. ეკონომიკურ ლიტერატურაში
მისი გამოყენება ხდება ბიზნესის ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის კონტექსტში.
იგი ადამიანთა პირადი ურთიერთობების და ქსელების პროდუქტია და შეიცავს ინფორმაციას,
ინოვაციურ იდეებს და სამომავლო შესაძლებლობებს, რომელზედაც არის დამოკიდებული ორგანიზაციის
წარმატებები. სწორედ ამ თვალსაზრისით განვიხილავთ ამ ცნებას. ჩვენს კვლევაში არსებითად ყურადღება არის გამახვილებული მცირე ბიზნესი მხარდამჭერ ინსტიტუტებზე,
კონსულტაციებზე და ტრეინინგებზე და სოციალურ ქსელებზე, საიდანაც მცირე მეწარმეებს
შეუძლიათ მიიღონ ინფორმაციები და ბიზნესის განვითარების იდეები. ყოველივე ეს კი დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენად ხელმისაწვდომია მცირე მეწარმეებისათვის ასეთი ქსელები
და რამდენად ენდობიან მას.
Article Details
ამ ნაშრომზე მოქმედებს Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზია.
გამოყენებული ლიტერატურა
თოქმაზიშვილი მ., (2010). Promoting the Development of the SME Sector (Value Chain Development). მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობა (ღირებულებათა ზრდის განვითარება).
წიგნში: კერძო სექტორი და განვითარება (2010). UNDP, The Global compact, Belgian Development
Cooperation.
Bouzdinea T., Bourakova-Lorgnierb M., (2004), The Role of Social Capit al Within Busienss Networks: analysis of
Structiral and Relational Arguments. For The Fifth European Conference on Organisational Knowledge, Learning
and Capabilities, 5-6 April 2004, Innsbruck, Austria, https://warwick.ac.uk/fac/soc/wbs/conf/olkc/archive/
oklc5/papers/e-3_bouzdine.pdf
Claridge T., (2015). Bourdieu on social capital – theory of capital, Social Capital: Research and Training, 2015, 22
April, https://www.socialcapitalresearch.com/bourdieu-on-social-capital-theory-of-capital/
Claridge, T., (2004). Social Capital and Natural Resource Management: An important role for social capital? Thesis,
University of Queensland, Brisbane, Australia.