ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის ამაღლების უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორები
Main Article Content
რეზიუმე
ნაშრომის მიზანია საქართველოს ინოვაციური პოტენციალის ამაღლების უმთავრესი ხელშემწყობი
ფაქტორების დადგენა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სათანადო მოქმედებების
დასახვა. ჩატარებული კვლევა ეფუძნებოდა მსოფლიო ბანკის გლობალური კონკურენტუნარიანობის
ანგარიშს, ევროსტატისა და საქსტატის მონაცემებს, ავტორის მიერ ინოვაციების
მართვის საკითხებზე არქიმედეს ფონდის, INTAS-ის პროგრამის, ფონდი ღია საზოგადოების,
ევროკავშირის მეშვიდე ჩარჩო პროგრამის და ფრიდრიხ ებერტის ფონდის პროექტებში განხორციელებული
სამუშაოების შედეგებს, აგრეთვე უცხოელ და ქართველ მკვლევართა თეორიულ
ნაშრომებსა და პრაქტიკული სახის რეკომენდაციებს.
სისტემური მიდგომის საფუძველზე განხორციელებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა საქართველოში
ინოვაციური პოტენციალის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორები: საინოვაციო
სტრატეგიისა და საინოვაციო პოტენციალის ამაღლების სამოქმედო გეგმის საჭიროება, ბიზნესის
მჭიდრო კავშირი საუნივერსიტეტო მეცნიერებასთან, კვლევებისთვის გამოყოფილი სახსრების
საკმარისობა, უნივერსიტეტების გამოყენებითი მეცნიერების დარგებში სწავლებისა და კვლევების
თვისობრივი ინტეგრაცია, ახალგაზრდა მეცნიერების რაოდენობის ზრდის აუცილებლობა,
კვლევებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის გამართულობა და კომფორტული საურთიერთობო
გარემოს შექმნა, მეცნიერებების გამოყენებით დარგებში, სადოქტორო დისერტაციების თემატიკის
ორიენტირება რეალურ პრაქტიკულ პრობლემებზე და ა.შ.
შემუშავებულია საინოვაციო პროცესის ზოგადი სახის მოდელი, აღწერილია სისტემური მიდგომის
გამოყენების საჭიროება ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის ასამაღლებლად.
Article Details
ამ ნაშრომზე მოქმედებს Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზია.
გამოყენებული ლიტერატურა
მაჭავარიანი, შ., შატბერაშვილი, ო., თავართქილაძე, ს., ღაღანიძე გ., (2015). საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ძირითადი ხელშემწყობი პირობები, ფრიდრიხ ებერტის ფონდის გამომცემლობა, თბილისი;
მაჭავარიანი, შ. (2017). საქართველოში ინოვაციური პოტენციალის ზრდის ხელშემწყობი პირობები,კავკასიის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული N8, კავკასიის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი;
Atkinson, Robert. D., (2014), Understanding the US National Innovation System – ITIF, http://www2.itif.org/2014-
understanding-us-inn
Berkun Skott, (2013),The Best Definition of Innovation, http://scottberkun.com/2013/the-best-definition-ofinnovation/
Drucker Peter F. (1999), Management Challenges for the 21st Century. R&I Enterprises Int., New York;
Cameron, K., Quinn, R. (1999). Diagnosing and Changing Organizational Culture, Addison Wesley;
Carroll, Pol, E. (2006), An Introduction to Economics with Emphasis on Innovation, https://www.saylor.org/site/wp-content/uploads/2011/03/JosephSchumpeter.pdf
Characteristics and types of innovation (2007), http://www.innosupport.net/uploads/media/1_Innovation_issues_01.pdf;
Edison, H., Ali, N.B., & Torkar, R. (2010). Towards innovation measurement in the software industry. https://www.diva-portal.org/smash/get/diva2:833085/FULLTEXT01.pdf
Hersey, P. & Blanchard, K.B. (l993). Management of organization behavior utilizing human resources (8th. ed.).
Englewood Cliffs. NJ: Prentice-Hall Kohlberg L.,(1995), Moral Stages and Moralization: The Cognitive-Developmental Approach, in ~Moral
Developmental and Behavior”, Business Ethics Quarterly 5, no. 1, pp. 43-54;
Lugto, Ray (2016), Types of Innovation,http://www.innosupport.net/uploads/media/1_Innovation_issues_01.pdf;
Mura Matteo,Lettieri Emanuele, Spiller Nicola and Radaelli Giovanni(2012), Intellectual Capital and Innovative Work Behavior: Opening the Black Box, in International Journal of Engineering Business Management,vol.4, pp. 39-49 http://cdn.intechopen.com/pdfs/40944.pdf;
Murray R., Caulier-Grice J., Mulgan G. (2010). The Open Book of Social Innovation. London: The Young Foundation and Nesta.
McGregor, D., (1960). The Human Side of Enterprise, New York, McGrawHill;
McGregorD.,Burns J.,(2012), Leadership, Open Road Media, New York;
Satell, Greg (2017), The 4 Types of Innovation and the Problems They Solve, Digital Article, Research &Development, Harvard Business Review, June 21, 2017, PRODUCT #: H03PU8-PDF-ENG;
Schumpeter J. (1939), Business Cycles, New York, McGraw-Hill;
Schumpeter J., (1934), The Theory of Economic Development: An Inquiry into Profits, Capital, Interest and the Business Cycle, Cambridge, MA: Harvard University Press;
Schumpeter J. in McDaniel B. A. (2002), Entrepreneurship and Innovation: An Economic Approach, M.E Sharpe,London;
Strategy for American Innovation. National Economic Council and Office Science and Technology Policy,
The White House, Washington, 2015
Zapel Daniel (2018), What types of innovation are there? http://www.lead-innovation.com/english-blog/types-ofinnovation