ინოვაციების წამყვანი როლი მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის
Main Article Content
რეზიუმე
წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია თანამედროვე გამოწვევების პირობებში, ინოვაციების როლის გაზრდა და ფუნქციების დაზუსტება როგორც ქვეყნების მდგრადი პილიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური განვითარების, ასევე რესურსების რაციონალური გამოყენების და გარემოს მდგრადი შენარჩუნების ფაქტორი; ამავდროულად ახალი მიდგომების წარმოდგენა, როგორც ინოვაციების როლის ფორსირებული გაფართოვების შესაძლებლობა. ინოვაციის ეკონომიკური სივრცის განმარტებაში, მდგრადი განვითარების ამოცანებიც მოიაზრება, რადგან მდგრადი განვითარების ამოცანების მოთხოვნათა განხორციელებას აუცილებლად გააჩნია როგორც სამოქმედო სივრცული განზომილება, ასევე ადამიანის მოღვაწეობის შედეგად გარემოზე
ზემოქმედების შედეგიც. აქ იგულისხმება როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი სივრცული განზომილებები და განუყოფელი ერთობლიობა. ასეთ მიდგომებში პირდაპირი ეკონომიკური ინტერესები ცალსახად იცვლება და უკვე გასაგები ხდება თუ ვინ შეიძლება შექმნას უკუქმედების ფარული ძალები, რომელიც შეეწინააღმდეგებიან მიზანმიმართულ დადებით ქმედებებს. ამავე დროს მითითებული და შეთანხმებული გლობალური ეკონომიკური სივრცის სტანდარტები გახდება უტყუარი ინსტრუმენტი, ღია თუ ფარული უკუქმედების ძალების დასაძლევად, რომლებსაც ეკონომიკური სივრცის მიმართ, მხოლოდ მომხმარებლური დამოკიდებულება აქვთ. ნაშრომში, ინოვაციების გამოყენების ინდექსის ზრდა, წარმოდგენილია როგორც სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ზრდის პროპორციული და სიღარიბის და ეკოლოგიური დისბალანსის უკუპროპორციული განზომილება. ამასთან ერთად, ინოვაციუების წამყვანი როლი, სოციალურ-ეკონომიკური გარემო და მდგრადი ეკონომიკური განვითარება, განხილულია სისტემების სასიცოცხლო ციკლის სამგანზომილებიან მოდელში.