ექსპორტის დივერსიფიკაცია და ეკონომიკური ზრდა: ქვეყანათა შორისი ანალიზი (პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგალითზე)

Main Article Content

დავით სიხარულიძე
ვასილ კიკუტაძე

რეზიუმე

კვლევის ძირითადი მიზანია ექსპორტის დივერსიფიკაციის დინამიკისა და მისი ეკონომიკურ ზრდაზე გავლენის ანალიზი შვიდი ქვეყნის: საქართველოს, უკრაინის, ბელარუსიის, ლიტვის, ლიეტუვოს, ესტონეთის მაგალითზე 1997-2019 წლებში. ეკონომიკურ ზრდაზე ექსპორტის დივერსიფიკაციის გავლენის შეფასება განხორციელდა დინამიკური პანელური რეგრესული მოდელის საშუალებით, რომელიც დაფუძნებულია „GMM“ მეთოდზე. თითოეული ქვეყნისთვის ექსპორტის კონცენტრაციის გამოსათვლელად ვიყენებთ ჰერფინდალის ინდექსს, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, უარყოფით დამოკიდებულებაში იქნება მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე. კვლევაში ასევე გამოყენებულია ისეთი ცვლადები, როგორებიცაა ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში, საწყისი შემოსავალი, ეკონომიკის ღიაობა, განათლება, მოსახლეობის ზრდის ტემპი, სოფლის მეურნეობის, მომსახურების და მრეწველობის დამატებული ღირებულების თანაფარდობები მშპ-სთან. კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ექსპორტის დივერსიფიკაცია დადებით და სტატისტიკურად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე ზრდაზე.

Article Details

ციტირება
David Sikharulidze, & Vasil Kikutadze. (2021). ექსპორტის დივერსიფიკაცია და ეკონომიკური ზრდა: ქვეყანათა შორისი ანალიზი (პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგალითზე). სამეცნიერო შრომების კრებული . Retrieved from https://journals.eeu.edu.ge/index.php/collection-of-scientific-papers/article/view/71
სექცია
ბიზნესი, ეკონომიკა
Bookmark and Share