არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თავისებურებანი სისხლის სამართლის პროცესში

Main Article Content

ირინე ბოხაშვილი

რეზიუმე

არასრულწლოვანი ბრალდებული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება ყოველთვის აქტუალურია საზოგადოებისთვის. იგი ქვეყნის სისხლის სამართლის პოლიტიკის ნაწილია. 2015 წლის 12 ივნისს მიღებული იქნა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ (შემდგომში – ამკ) და საქართველო შეუერთდა ქვეყანებს, სადაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება (შიდასახელმწიფოებრივ დონეზე) წესრიგდება დამოუკიდებელი აქტით. ახლახანს, 2020 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რაც უფრო განამტკიცებს არასრულწლოვანთა უფლებების უზრუნველყოფის ურყევ პოლიტიკას. არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხი ნაშრომში განხილულია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლებრივი რეგულაციების, ქვეყანის სასამართლო პრაქტიკისა და სტატისტიკის გათვალისწინებით. არასრულწლოვანი ბრალდებულის, როგორც ბავშვის უფლებების სპეციფიკური მიმართულება უფრო საინტერესო ხდება მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას. ამკ-ით გათვალისწინებულია არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თავისებურებანი. თუმცა, მიზანშეწონილია რამდენიმე ცვლილების განხორციელება: ელექტრონული მონიტორინგის ძირითად სახედ დაწესება; დამატებითი შეზღუდვების მაგალითების შემუშავება;
მოსამართლის დისკრეცია საპატიმრო გირაოს დროს; მეთვალყურეობის ორივე მშობელზე დაწესება; არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის მხედველობაში მისაღებ გარემოებად მითითება და სხვა. პრაქტიკა და სტატისტიკა ცხადჰყოფს, რომ კვლავ აქტიურია არასაპატიმრო და მათ შორის, მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემის უპირატესად გამოყენების საკითხი.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას მნიშვნელოვანია ამ პროცესში ჩართული პირების სპეციალიზაცია და ამ საკანონმდებლო დათქმის ეფექტიანი რეალიზება. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მოქმედი სისტემა მოითხოვს თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამის განვითარებას და მუდმივ სრულყოფას მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან.

Article Details

ციტირება
Irine Bokhashvili. (2021). არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თავისებურებანი სისხლის სამართლის პროცესში. სამეცნიერო შრომების კრებული . Retrieved from https://journals.eeu.edu.ge/index.php/collection-of-scientific-papers/article/view/73
სექცია
სამართალი
Bookmark and Share