სამართლებრივი მითითებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში

Main Article Content

ელა კუსიანი

რეზიუმე

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რომელიც არსებობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის დღემდე არ კარგავს აქტუალობას და მას დიდი ყურადღება ეთმობა როგორც საქართველოში, ისე მრავალ სხვა ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინსტიტუტი ინგლისში საერთო სამართლის წიაღში წარმოიშვა, დღეს იგი სხვადასხვა ფორმით მსოფლიოს ბევრ, როგორც საერთო, ისე კონტინენტური სამართლის ქვეყანაში მოქმედებს. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი წლების განმავლობაში განიცდის ევოლუციას, რათა იგი, როგორც მართლმსაჯულების განხორციელების ფორმა დაიხვეწოს, უპასუხოს თანამედროვე მოთხოვნებს და სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენდეს დღევანდელ რეალობაშიც. წინამდებარე სტატიაში შევეცდები, გავაანალიზო რამდენად არის პრობლემა ნაფიცი მსაჯულებისათვის მოსამართლის მითითებების,
ასევე, სასამართლო განხილვისას მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სწორად აღქმა და გაგება და საბოლოო ჯამში რა არის გადამწყვეტი ფაქტორი ნაფიცი მსაჯულებისათვის ვერდიქტის გამოტანისას. ესმით თუ არა მსაჯულებს მტკიცებულებები და რამდენად მოქმედებენ მოსამართლის მიერ მიცემული მითითებების ჩარჩოს ქვეშ – აღნიშნულ პრობლემებში წვდომა ფაქტიურად გვაძლევს შესაძლებლობას ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის არსსა და დანიშნულებაზე შევიქმნათ წარმოდგენა. სტატიაში მიმოხილულია უცხოური ლიტერატურა, ამერიკული კვლევები, რომელიც არსებობს ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე, საქართველოში დღემდე დაგროვილი გამოცდილების გასაანალიზებლად შევეცადე გამეგო ქართველი ადვოკატების, პროკურორებისა და მოსამართლეების მოსაზრებები, რაც საშუალებას მოგვცემს მეტნაკლებად დავინახოთ საქართველოში მოქმედი ნაფიც მსაჯულთა სისტემის დღევანდელი სურათი.

Article Details

ციტირება
Ella Kusiani. (2021). სამართლებრივი მითითებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში. სამეცნიერო შრომების კრებული . Retrieved from https://journals.eeu.edu.ge/index.php/collection-of-scientific-papers/article/view/74
სექცია
სამართალი
Bookmark and Share