ტურისტული ინფრასტუქტურის ობიექტების პროექტირება ცირკულარული ეკონომიკის პირობებში
Main Article Content
რეზიუმე
საპროექტო-სამშენებლო ბაზრის მოთხოვნები გლობალური პანდემიის პირობებში მკვეთრად განსხვავებულია წინა წლების ორდინარული სურათისგან. ზოგადად ეკონომიკური კრიზისი შეეხო სახალხო მეურნეობის ყველა დარგს, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთ-ერთი მნიშვნელვანი სფერო-ტურიზმი, რომლის შემოსავალი ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვან და საიმედო წყაროს წარმოადგენს და რომლის განვითარებაც დღემდე ძირითადად განისაზღვრებოდა უცხოეთიდან შემოსული ტურისტული ნაკადების სიდიდით და ინტენსივობით. მოსახლეობის დაცვის მიზნით მთავრობის მიერ გატარებულმა საგანგებო ღონისძიებებმა: ქვეყნის საგარეო კარიბჭეების ჩაკეტვამ, კარანტინის რეჟიმმა, სოციალურმა დისტანცირებამ და სხვ. გამოიწვია ამ დარგის სრული სტაგნაცია; ტურისტული აქტივობის შეჩერებამ მრავალი პრობლემა შეუქმნა დარგის დამსაქმებლებს და დასაქმებულებს, ოპერატორ კომპანიებს, ბიუჯეტს. შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან თავის დაღწევის ეფექტური გზები ჯერ-ჯერობით ვერ მოიძებნა, თუმცა არსებობს ალტერნატიული მიმართულებები, რომელთა წინ წამოწევაც დაკავშირებულია წინასაპროექტო მრავალპროფილურ კვლევებთან და მათი შედეგების განზოგადების საფუძველზე აუცილებელი ტექნიკურ-ეკონომიკური
დასაბუთებების შედგენასთან. ერთ-ერთ ამგვარ პერსპექტიულ მიმართულებად ისახება ისტორიულ განაშენიანებაში მდინარის ფაქტორის ახლებური გააზრება; ამ კუთხით, მდინარე მტკვარი წარმოადგენს ქალაქ თბილისის ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარებისთვის მნიშვნელოვან სივრცით-გეგმარებით გარემოს. სტატია განიხილავს მდინარის ნაპირების და მისი
წყალქვეშა სივრცის გამოყენებას ატრაქტული ტურისტული ობიექტების პროექტირებისთვის. ცირკულარი ეკონომიკის გამოწვევები განსაზღვრავენ არქიტეტურულ-გეგმარებით მოცემულობებს და კონკრეტული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის საპროექტო-ტექნიკური დავალებებis შემადგენლობებს.