საქართველოს ინოვაციური და გამოყენებითი სამეცნიერო ეკოსისტემა

Main Article Content

თემურ მაისურაძე

რეზიუმე

ნაშრომის მიზანია საქართველოს საგამომგონებლო და ინოვაციური/შემოქმედებითი პოტენციალის შესწავლა, მისი რეალიზაციის ხელის შემშლელი ფაქტორების დადგენა და გარემოებების გათვალისწინებით, ისეთ კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც შექმნის სასურველ საინოვაციო ეკოსისტემას მისი ეფექტიანობის ზრდისთვის.


გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშებში 2017, 2018 და 2019, იკვეთება სამეცნიერო­ კვლევითი დაწესებულებებისა და ბიზნესს შორის კავშირების შესუსტება. მიზეზების შესწავლის მიზნით ჩატარებული კვლევებით კი გამოჩნდა, რომ მდგომარეობა ამ მხრივ ბევრად უფრო მძიმეა, რადგან ახლავს ადგილობრივი გარემოს ერთგვარი სპეციფიკა. ჩატარებული კვლევა, არ ეფუძნება გლობალური ინოვაციური შესაძლებლობების ინდექსს და მისი გამოთვლის მეთოდს. კვლევის მიზანი იყო მხოლოდ მთავარ რესურსზე, ინტელექტუალურ (შემოქმედებითობის) რესურსზე კონ­ ცენტრირება და იმ მიზეზთა გამოკვლევა, რომელიც გლობალური ინოვაციის ინდექსის პარა­ მეტრებზე ახდენს ზეგავლენას.


გამოკვეთილი პრობლემებიდან გამომდინარე, შემუშავდა რეკომენდაციები, რომლის გათვალის­ წინებითაც შესაძლებელია მდგომარეობის ბევრად გაუმჯობესება.

Article Details

ციტირება
მაისურაძე თ. (2026). საქართველოს ინოვაციური და გამოყენებითი სამეცნიერო ეკოსისტემა. სამეცნიერო შრომების კრებული , 23–43. Retrieved from https://journals.eeu.edu.ge/index.php/collection-of-scientific-papers/article/view/99
სექცია
სტატიები
ავტორის ბიოგრაფია

თემურ მაისურაძე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი

Bookmark and Share

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.