აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

  აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ’’სამეცნიერო შრომების კრებული’’ არის ორ ენოვანი სამეცნიერო პუბლიკაცია, რომლის მიზანია ცოდნის გაზიარება, სიახლის შექმნა, მეცნიერების განვითარება და სხვადასხვა დარგებში განხორციელებული უახლესი კვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 

ჟურნალი შესაძლებლობას აძლევს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პერსონალს, ახალგაზრდა მკვლევარებსა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სხვადასხვა ფაკულტეტების სტუდენტებს გამოაქვეყნონ პრაქტიკული ღირებულიების მქონე სტატიები. 

ISSN: 2667-9019 

E-ISSN: 2720-8257 

გამომცემელიაღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

გამოცემის ადგილი: საქართველო

კატეგორია: მრავალპროფილური  

შესრულების ენა: ქართული, ინგლისური

ფორმატი: PDF

რეცენზირება

ჟურნალში რეცენზირება ხდება ორმაგი ბრმა მეთოდით, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტორებსა და რეცენზენტებს არ აქვთ ინფორმაცია მეორე მხარის იდენტობის შესახებ.

თითოეული სტატიის შეფასებისთვის საჭიროა ერთი რეცენზენტი.  სტატიის შეფასებისთვის საჭირო დღეების რაოდენობა - 7 დღე. ავტორის მიერ სტატიის ხელახლა განხილვის დღეების რაოდენობა - 15 დღე. 

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიგავშირდეთ: sciencepapers@eeu.edu.ge