ინფორმაცია ავტორთათვის

სამეცნიერო ნაშრომის წარდგენა

მოსამზადებელი პროცედურები

სამეცნიერო ნაშრომის წარდგენისას ავტორებს მოეთხოვებათ, რომ შეამოწმონ ნაშრომის შესაბამისობა ავტორისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოში მოცემულ მითითებებთან ვინაიდან სხვა შემთხვევაში, მათ უკან დაუბრუნდებათ წარდგენილი ნაშრომი.

  • სამეცნიერო ნაშრომი არ გამოცემულა წინათ არც ერთ გამოცემაში;
  • სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილია Microsoft Word ( ან .docx) და PDF-ის ფორმატში;
  • გამოყენებულ ლიტერატურაში საჭიროებისამებრ არის მითითებული წყაროს ბმული/ები;
  • პწკარებს შორის ინტერვალი არის - 1,5; შრიფტის ზომა - 11, ფონტი - სილფაენი (ქართული ტექსტისთვის) Times New Roman (ინგლისური ტექსტისთვის), საილუსტრაციო მასალა (გამოსახულებები, ცხრილები, ფოტოები, დიაგრამები) განთავსებულია ტექსტში და არა ნაშრომის ბოლოს, განსხვავებით დანართებისა, რომლებიც უნდა განთავსდეს გამოყენებული ლიტერატურის შემდეგ;
  • ტექსტი შეესაბამება ავტორის სახელმძღვანელოში მოცემულ სტილისტურ და ბიბლიოგრაფიურ მოთხოვნებს.

ავტორის სახელმძღვანელო

ზოგადი პრინციპები

  • ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ერთხელ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სარედაქციო კოლეგია იტოვებს უფლებას, რომ განაცხადოს უარი იმ სტატიის გამოქვეყნებაზე, რომელიც არ შეესაბამება განსაზღვრულ მოთხოვნებს. ნაშროომის გამოქვეყნებამდე სტატიები იგზავნება ანტიპლაგიატის პროგრამაში გასატარებლად და შემდეგ ეგზავნებათ დამოუკიდებელ, ანონიმურ რეცენზენტებს შესაფასებლად. მიმოხილვის დადებითი შედეგი უზრუნველყოფს მის სანდოობას;
  • სამეცნიერო შრომების კრებულში სტატიის გამოქვეყნების საფასურია: 100 ლარი;
  • EEU-ს პერსონალისა და სტუდენტებისთვის კრებულში ნაშრომების გამოქვეყნებას აფინანსებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
  • ნაშრომის გამოცემაზე თანხმობისთვის საჭიროა, რომ ნაშრომი ნათლად ასახავდეს კვლევის შედეგებს;
  • ნაშრომი, რომელიც ნაწილობრივ ან სრულად უკვე გამოცემულია ნებისმიერ სხვა გამოცემაში უარყოფილი იქნება;
  • სამეცნიერო ნაშრომის ანოტაცია უნდა შესრულდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ხოლო ძირითადი ტექსტი ავტორის სურვილისამებრ ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • სამეცნიერო ნაშრომის მოცულობა გამოყენებული ლიტერატურისა და სქოლიოების ჩათვლით (ანოტაციის გარდა) არ უნდა აღემატებოდეს 12 გვერდს (A4 ფორმატი);
  • ტექსტს უნდა ერთვოდეს ჯერ ქართულ, შემდეგ ინგლისურ ენაზე შესრულებული ანოტაცია მინიმუმ 150 და მაქსიმუმ 250 სიტყვისა, რომელსაც უნდა მოსდევდეს მაქსიმუმ 5 საკვანძო სიტყვა;
  • ნაშრომს უნდა ეწეროს ავტორის სახელი და გვარი, სამეცნიერო ხარისხი, აკადემიური წოდება და უნივერსიტეტის დასახელება;
  • ავტორები სამეცნიერო ნაშრომის ატვირთვამდე უნდა დარეგისტრირდნენ ჟურნალის ბმულზე ან, იმ შემთხვევაში თუ გავლილი აქვთ რეგისტრაციის პროცესი, უნდა შეიყვანონ საკუთარი მონაცემები შესაბამის ველში და დაიწყონ 5 ეტაპიანი პროცედურა;
  • სამეცნიერო ნაშრომები უნდა აიტვირთოს Word (doc. ან .docx) და PDF ფორმატში.

ფორმატირება

  • ტექსტი უნდა აიკრიფოს A4 ზომის ფურცელზე;
  • ველები: 1 ინჩი (2.54 სმ.) ოთხივე მხარეს;
  • შრიფტი: (ქართული - Sylfaen; ინგლისური - Times New Roman);
  • შრიფტის ზომა მთლიანი ნაშრომისთვის (11);
  • პწკარებს შორის ინტერვალი (1.5);
  • ცხრილებში პწკარებს შორის მანძილი (1.0);
  • სქოლიო უნდა განთავსდეს გვერდის ქვედა ნაწილში, არაბული ციფრების ნუმერაციით, შრიფტის ზომა - 9; პწკარებს შორის ინტერვალი - 1.0;
  • ნაშრომის დანომვრა - ნაშრომი ინომრება შესავალი გვერდიდან თანმიმდევრულად არაბული ციფრებით იმავე (ტექსტის) შრიფტითა და ზომით გვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში;
  • ნაშრომის სათაური: უნდა განთავსდეს ცენტრში, დიდი ასოებით ინგლისური ვერსიისთვის, შრიფტის ზომა 12, ავტორის სახელი და გვარი იწერება გვერდის მარცხენა კუთხეში, შრიფტის ზომა 12, მას უნდა მოსდევდეს ავტორის სამეცნიერო ხარისხი, აკადემიური წოდება და უნივერსიტეტის დასახელება (დახრილი ასოებით), შრიფტის ზომა 11;
  • თითოეული აბზაცის პირველი სტრიქონი უნდა შეიწიოს 5-7 პოზიციით;
  • ანოტაცია არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს (მინიმუმ 150 და მაქსიმუმ 250 სიტყვა) რომელსაც უნდა მოსდევდეს მაქსიმუმ 5 საკვანძო სიტყვა, დახრილი ასოებით, ’’საკვანძო სიტყვები’’ გამუქებული ასოებით, ტექსტიდან 1 ინტერვალით დაშორებული, შრიფტის ზომა 11;
  • ქვეთავების სათაურები იწერება ცალკე, ტექსტიდან გამოყოფილ სტრიქონზე;
  • სერიაციათა ნუსხა:

- ცალკეული პარაგრაფები, ან გრძელი წინადადებები (პროცედურათა ეტაპები) უნდა დაინომროს.

- პარაგრაფებში მოცემული მოკლე სიტყვები უნდა დაინომროს ფრჩხილებში შემდეგნაირად: (ა) სიტყვა, (ბ) სიტყვა, და (გ) სიტყვა;

- გამოყენებულ უნდა იქნეს ციფრობრივი, ან ასოთა ნუმერაცია;

  • საილუსტრციო მასალა (გამოსახულებები, ცხრილები, ფოტოები, დიაგრამები, დანართები) უნდა იყოს - JPG ან PNG ფორმატი და უნდა მიეთითოს ტექსტში თანმიმდევრულად, მაგ. ცხრილი 1; ცხრილი 2; ან დიაგრამა 1, დიაგრამა 2, ან დანართი ა, დანართი ბ და ა.შ;

- ცხრილები - სათაური ცხრილის თავზეა წარმოდგენილი;

- დიაგრამები - სათაური დიაგრამის ქვევითაა წარმოდგენილი;

- დანართები - უნდა განთავსდეს ახალ გვერდზე ნაშრომის ბოლოს გამოყენებული ლიტერატურის შემდეგ.

გამოყენებული ლიტერატურა

  • ყოველი წყარო, რომელიც აღნიშნულია ნაშრომში შიდატექსტური ციტირების წესით, აუცილებლად უნდა იყოს მოხსენებული გამოყენებული ლიტერატურის გვერდზეც;
  • გამოყენებული ლიტერატურა არ ინომრება. იგი უნდა განთავსდეს ახალ გვერდზე, ცენტრში, გამუქებული, შრიფტის ზომა - 12;
  • გამოყენებული ლიტერატურა ანბანური პრინციპით ლაგდება, (ჯერ ეთითება ქართული, შემდეგ უცხო ენოვანი წყაროები და ინფორმაცია ელექტრონული გამოცემების შესახებ);
  • ტექსტის ინგლისურ ენაზე აკრეფის შემთხვევაში სიტყვა გამოყენებული ლიტერატურა უნდა დაიწეროს გვერდის დასაწყისში, ცენტრში, დიდი და პატარა ასოებით, კერძოდ - “References”, შრიფტის ზომა - 12;
  • ბმულები (hyperlinks) უნდა მიეთითოს ქვევით ხაზ გასმით;
  • ბმულის ბოლოს დაუშვებელია პუნქტუაციის ნიშნის დასმა.

 

ამოყენებული ლიტერატურის სიის გაფორმებისას დაცული უნდა იყოს:

 პუნქტუაცია. კონკრეტული წყაროს შესახებ მოცემულ ინფორმაციაში ყოველი ელემენტი ერთმანეთისაგან უნდა გამოიყოს წერტილით; მძიმით ელემენტების შიდა ჩამონათვლი. (მაგ.: ავტორთა გვარები); ორი წერტილი გამოიყენება წიგნის გამოცემის ადგილისა და გამომცემლობის სახელებს შორის. გამოცემის წელი და გვერდები (თუ საჭიროება მოითხოვს) მითითებული უნდა იყოს ფრჩხილებში. რამდენიმე ავტორის დამოწმებისას, გამოყოფა მათი გვარები მძიმეებით. ,,და - ს მაგივრად გამოიყენეთ ―&.

  • დიდი ასოები გამოიყენება მხოლოდ სიტყვების პირველი ასოებისათვის, თუ ჩამონათვალი რომელიმე ევროპულ ენაზე ფორმდება;
  • დახრილად (იტალიკით) - მიეთითება წიგნის სათაური და თუ საჭიროა, ტომის ნომერი;
  • ავტორთა ჩამონათვალი - ჯერ ყოველთვის მიეთითება ავტორის გვარი, შემდეგ კი - ინიციალი. თუ წიგნს 6-ზე მეტი ავტორი ჰყავს, პირველი 6-ის ვინაობის დასახელების შემდეგ იწერება „და სხვანი’’;
  • კორპორაციული ავტორები - კორპორაციის დასახელება მიეთითება ავტორების ნაცვლად (დიდი ასოები საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება პირველი სიტყვებისათვის). დაცული უნდა იყოს იერარქიის პრინციპი: ორგანიზაციის მთავარი განყოფილების დასახელება წინ უნდა უსწრებდეს ქვეგანყოფილებებს;
  • რედაქტორები - თუ წიგნს ავტორი არ ჰყავს, მის ნაცვლად რედაქტორის/რედაქტორთა მონაცემები მიეთითება (გვარი, სახელის ინიციალი), რომელსაც დაერთვება ფრჩხილებში ჩასმული შენიშვნა (რედ.). თუ ჩამონათვალში მითითითებული არის ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომლებიც არ არიან ავტორები (მაგ.: მთარგმნელები), მათი გვარები უნდა ჩაისვას ფრჩხილებში და ასევე დაერთოს ფრჩხილებში ჩასმული შენიშვნა (მთარგმნ.). თუ გამოყენებულ მასალას არ ჰყავს ავტორი და არც გამომცემლობის სახელია ცნობილი ამ შემთხვევაში მიუთითება მხოლოდ წყაროს სათაური;
  • გამოცემის თარიღი - მოთავსებულია ფრჩხილებში. ის წინ უნდა უსწრებდეს სათაურს და მოსდევდეს ავტორის სახელს. თუ წყაროს არ ჰყავს არც ავტორი და არც გამომცემელი, თარიღი მიეთითება სათაურის შემდეგ (ამ შემთხვევაში სათაური მიეთითება პირველ ადგილას). გაზეთების, ჟურნალებისა და სხვა პერიოდული გამოცემებისათვის რიგითი ნომრის გარდა, მიეთითება გამოშვების თვე და რიცხვი; თუ ასეთი მონაცემი არ არსებობს, ფრჩხილებში ისმება სიტყვა „უთარიღო“;
  • ნომერი, გამოცემა, გვერდების დასახელება - პერიოდული გამოცემებისათვის (გაზეთი, ჟურნალი) მხოლოდ გამოცემის ნომერი მიეთითება დახრილად (იტალიკით), მისგან მძიმით გამოყოფა ჩვეულებრივად დაბეჭდილი გვერდის ნომერი. მაგ.: 38, 12-17. თუ გამოცემა ყოველ თვეში იწყება 1-ლი ნომრით, გამოცემის საერთო ნუმერაციის შემდეგ ფრჩხილებში ასევე დახრილად მიეთითება კონკრეტული გამოცემის ნომერი მაგ.: 38 (2),12-17.შემოკლება „გვ.“ გამოიყენება მხოლოდ წიგნების ან საგაზეთო სტატიებისათვის და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად;
  • გამომცემლობები და გამოცემის ადგილები - გამოცემის ადგილის მითითების დროს მიეთითება ქალაქი; ქვეყანა დააკონკრეტეთ მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ ქალაქი არ არის ცნობილი ფართო მკითხველისათვის. სიტყვა ,,უნივერსიტეტი“ მთლიანად მიეთითება შეუმოკლებლად. ორი გამომცემლობის შემთხვევაში, მიუთითება პირველი;
  • მიმოხილვები - პირველ ადგილზე ავტორები, შემდეგ თარიღი, შემდეგ სათაური. ფრჩხილებში მითითებული უნდა იყოს სტატია [მიმოხილვა წიგნის/ კინოს/სატელევიზიო პროგრამის და ა. შ.]. მიუთითეთ სრული ციტატა; თუ მიმოხილვას ავტორი არ ჰყავს, ციტატა ფრჩხილებში უნდა ჩაისვას;
  • სახელმწიფო დოკუმენტები - ძირითადი ფორმატი: კორპორაციული ავტორი. (გამოცემის თარიღი). დოკუმენტის სათაური: დოკუმენტის ქვესათაური. (დოკუმენტის ნომერი). გამოცემის ადგილი: დეპარტამენტი. თუ ავტორი და გამომცემელი ერთი და იგივეა, მაშინ სახელმწიფო დოკუმენტების მითითების დროს ავტორი მიეთითება გამომცემლის ადგილას.
  • ელექტრონული გამოცემების დამოწმებისას
    • არ ეთითება გვერდების ნომრები;
    • სათაურისა და ავტორის გარდა მიეთითება ინფორმაციის მოძიების თარიღი და წყარო- ვებგვერდი. არ ხდება ყველასთვის ცნობილი ვებ გვერდის მითითება. მაგ.: ,,ვიკიპედია’’. ასევე, ცნობილი ჟურნალების პროვაიდერებს ან ბიბლიოთეკებს;
    • თუ ელექტრონული ვერსია არის სრული ასლი რაიმე გამოცემისა (რაც ხშირია), უნდა მიეთითოს გამოცემა (გვერდების ჩათვლით) და ბოლოს ელექტრონული ვერსიის მისამართი.
    • წყაროთა მითითების ნიმუშები იხილეთ ქვევით.

 წყაროთა მითითება:

წიგნები

  • ერთი ავტორის ინგლისურენოვანი წიგნი: Wilk, M. (1975). Every day’s a matinee. New York: W. W. Norton.
  • ერთი ავტორის ქართულენოვანი წიგნი: შალამბერიძე, გ. (1965). ქართული მართლწერა [k’art’uli mart’lcera/Georgian Correct Writing]. თბილისი: განათლება
  • ერთი ავტორის სხვაენოვანი წიგნი: Gardner, I. (2011). Kniga Matematiki [Math Book]. Moscow: Priroda
  • ორი ავტორის წიგნი: Duncan, D., & Burns, K, (1997). Lewis & Clark. New York: Alfred Knopf.
  • სამი ავტორის წიგნი: Alder, R W, Finn, T., Bradley, M. A., & Li, A. W. (1971). Mechanisms in organic chemistry. New York: John Wiley.
  • ექვსი ან ექვსზე მეტი ავტორის წიგნი: Johnson, L., Lewis, K., Peters, M., Harris, Y., Moreton, G., Morgan, B. et al. (2005). How far Is far?London: McMillan.
  • წიგნი სათაურით, რომელშიც მითითებულია მეორე სათაური: Tanner, J. (1992). Anxiety in Eden: A Kieikegaaidian reading of radise Lost. Oxford: Oxford University Press.
  • განმეორებით გამოცემული წიგნი: Turabian, K. L. (1996). A manual /or writers ol term papers, fheses, and disserfafions. (6th ed.). Chicago: University oi Chicago Press.
  • ავტორთა ჯგუფის წიგნი: United Nations, Public Administration Division, (1968). Local government training. New York: Author.
  • წიგნი ტომების მითითებით: Bartram, H. C. (1959). The cavalcade of America (Vols. 1-2). New York: Alfred Kbopf.
  • რედაქტორის მიერ გამოცემული წიგნი: Deelz, J, (Ed,). (1971). Man’s imprint Irom the past: Headings of the methods of archaeology. Boston: Little, Brown
  • ავტორისა და რედაქტორის მიერ გამოცემული წიგნი: Melville, H. (1971). The confide (Original work published 1857). New York: Oxford University Press.
  • თარგმანი: Beauvoir, S. de. (1974). All said and done (P. O’Brian, Trans.). New York: G. P. Putnarn. (Original work published 1972)
  • ესე ან თავი ნაშრომთა კრებულიდან: Woolf, V (1925). The lives of ihe obscure. (pp. 111-118). New York: Harcourt Brace.
  • ანთოლოგიიდან ამოღებული სტატია: Angell, R. (1981). On the ball. In P. Eschholz & A. Rosa (Eds.]. Subject and strategy (pp. 34-11). New York: Si, Martin’s Press.

პერიოდული გამოცემები

 სტატია სამეცნიერო ჟურნალიდან, რომლის გვერდებიც დანომრილია ტომების მიხედვით: Pfennig, D. (1997). Kinship and cannibalism. Bioscfence, 47,667-675

  • სტატია სამეცნიერო ჟურნალიდან, რომლის გვერდებიც დანომრილია გამოცემის მიხედვით: Block, J. W. (1976). Sodom and Gomorrah: A volcanic disaster. Journal of Geological Education, 23(5), 74-77.
  • უავტორო სტატია სამეცნიერო ჟურნალში: Baby, it’s cold inside. (1997). Science, 27B, 537-538
  • სტატია პროფესიულ ან პოპულარულ ჟურნალში: Gopnik, A. (1997, November 24). The good soldier. The New Yorker, 73,106-114.
  • უავტორო სტატია პროფესიულ ან პოპულარულ ჟურნალში: Robot productivity. (1982, May). Production Engineering, 29,52-53.
  • სტატია ყოველდღიურ გაზეთში: Wade, N. (1997). November 261. Germ weapons: Deadly but hard to use. The New York Times, pp. AM.A15.
  • უავტორო სტატია ყოველდღიურ გაზეთში: The arithmetic of terrorism. (1997, November 14). The Washington Post, p. A26.
  • სტატია ენციკლოპედიაში: McGhee, K., & McKay, G. (2007). Insects. In Encyclopedia of Animals. (pp. 170-171) Washington, DC: National Geographic Society.

 სახელმწიფო დოკუმენტები

 სახელმწიფო დოკუმენტი: Carpenter, R. D. (1989). Defects in hardened timber (UCLC No. 20504424). U.S. Department of Agri- culture, Forest Service. Washington, DC: U.S. Government Printing Office.

  • სახელმწიფო დოკუმენტი ერთი და იმავე გამომცემლითა და ავტორით: Statistics Canada. Social and Aboriginal Statistics Division. (2006). Women in Canada, 2005: A gender-based statistical report. Ottawa, ON: Author

 სხვა სახის გამოცემები

 იგნის მიმოხილვა ჟურნალში: Koenig, R. (1989, February 20). Billy the Kid [Review of the book Bitty Bathgate]. New York. 21,20-21.

  • გამოქვეყნებული ინტერვიუ: Hernandez, F. (1997, March 20). A talk with Manuel Noriega. [Interview with Manuel Noriega].News Report. 15. 28-30.
  • აუდიოვიზუალური მედია: Whale, J. (Director). (1931). Frankenstein [Motion Picture]. United States: Universal.
  • სატელევიზიო და რადიო პროგრამები: Ducat, S. (Producer). (1995, January 6). Washington week in review [Television Broadcast]. Washington, DC: Public Broadcasting Service.
  • მუსიკალური და აუდიოჩანაწერები: Smith, B. (19971. The Essential Bessie Smith [CD]. New York: Columbia Records
  • კომპიუტერული პროგრამა: Data Desk (Version 6.0} [Computer software]. (1997). Ithaca, NY: Data Description, Inc.
  • CD-ROM- და მონაცემთა სხვა ბაზები: Nonnan, J. L. (1996). Barcelona. Software Toolworks Multimedia Encyclopedia [CD- ROM]. Boston: Gralier

 ინტერნეტ წყაროები

 წიგნები: Locks, J- (1995). An essay concerning human understanding. New York: Columbia University. (Original work published 1B90). Retrieved June 24. 2000, from htlp ://w w w. ill .colum bia.edu/projects/d igi I exts/locke/und ersta n ding/1 ille.html

  • ელექტრონული წიგნის კონკრეტული თავის ციტირება: Trochim, W. M. K. Language of research. In The research methods knowledge base (Foundations sec.).Cincinnatti, OH: Atomic Dog. Retrieved September B, 2001, from htlp://www.trochim.human.cor nell.edu/kb/language.htm
  • პერიოდული გამოცემები: Cervetti, N. (1996). In the breeches, petticoats, and pleasures of Orlando. Journal Modern Literature, 20(2].Retrieved January 8, 1998, from hi t p ://w ww. indiana.edu/- iupress/journals/modart2.hlml
  • პერიოდული გამოცემები რომელთა დამოწმება მოხერხდა ელექტრონული ბიბლიოთეკის ან რომელიმე სხვა ფართო ქსელის მეშვეობით: Riernetson, L. (2000, March 27). A ticket to private school. Newsweek. Retrieved May 5, 2000, irom Fer- ris State University Library Web Database Access (Lexis-Nexis)
  • სტატია ელექტრონულ ენციკლოპედიაში: Daniel, R. T. (1995). The history of western music. In Brifannica Online: Macropaedia. Retrieved June 14, 1995, from http://www.eb.com: 180/cgi-bta/g:DocF- macio/5004/45/0.html
  • სახელმწიფო დოკუმენტები: FDA Prescription Drug Advertising Rule, 21 C.F.R. N 202.1 (2006).
  • გაზეთები, ლისტსერვერები და ელექტრონული მიმოწერა: Trehub, A. (2002. January 28). The conscious access hypothesis [Msg. 18]. Message posted to University oi Houston Psyche Discussion Forum: http://listserv,uh.edu/cgibin/wa?A2=ind0201&L- psyche- b8tF-&S-&P-2334

 წყაროთა შიდა ტექსტური მითითება

 ერთი ავტორი

- (Jones, 2010, p. 456).

- Jones (2010) noted “…” (p. 456).

ორი ავტორი

- (Smith & Jones, 2009, para. 7).

- Smith and Jones, (2009) acknowledged “…” (para.7).

სამიდან ხუთავტორამდე

- (Smith, Jones, & Brown, 2009, Section Company History), for the first time, the source is cited. After that, for that source, use (Smith et al., 2009, section Company History). - Smith, Jones, and Brown (2009) maintained”…” (p. 16). The next time that source is used it would be, Smith et al. (2009) writes “…” (p. 16).

ექვსი ან მეტი ავტორი

- Logan, L., Harley, W. B., Pastor, J., Wing, L. S., Glasman, N., Hanson, L., . . . Hegedahl, P. (1996). Observations on the state of empowerment in today’s organization. Empowerment in Organizations, 4(1), 6–11. https://doi.org/10.1108/09684899610111025

ავტორის გარეშე

  • (,,Emergency“, 1998).

კორპორაციული ავტორი

  • (Lawrence North High School, 2000, p. 5)