ინფორმაცია მკითხველთათვის

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ’’სამეცნიერო შრომების კრებული’’ არის ორ ენოვანი სამეცნიერო პუბლიკაცია, რომლის მიზანია ცოდნის გაზიარება, სიახლის შექმნა, მეცნიერების განვითარება და სხვადასხვა დარგებში განხორციელებული უახლესი კვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 

ჟურნალი შესაძლებლობას აძლევს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პერსონალს, ახალგაზრდა მკვლევარებს, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს გამოაქვეყნონ პრაქტიკული ღირებულების მქონე სტატიები. 

ჟურნალი რეგისტრირებულია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზა/პორტალებში (Google Scholar, ResearchGate, DSpacenplg.gov)

Print ISSN 2667-9019

Online ISSN 2720-8257 

გამომცემელი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

გამოცემის ადგილი: საქართველო

კატეგორია: მრავალპროფილური  

შესრულების ენა: ქართული, ინგლისური

ფორმატი: PDF

რეცენზირება

ჟურნალში რეცენზირება ხდება ორმაგი ბრმა მეთოდით, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტორებსა და რეცენზენტებს არ აქვთ ინფორმაცია მეორე მხარის იდენტობის შესახებ.

თითოეული სტატიის შეფასებისთვის საჭიროა ერთი რეცენზენტი.  სტატიის შეფასებისთვის საჭირო დღეების რაოდენობა - 7 დღე. ავტორის მიერ სტატიის ხელახლა განხილვის დღეების რაოდენობა - 15 დღე. 

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: sciencepapers@eeu.edu.ge