პირდაპირი უცხოური კაპიტალდაბანდებების მართვის თანამედროვე გამოწვევები
საკვანძო სიტყვები:
საკვანძო სიტყვები არ არისრეზიუმე
გლობალიზაციის პირობებში მეტად აქტუალური ხდება განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში საინვესტიციო გარემოს რეალური შეფასება და მართვა. ინსტიტუციონალური ინვესტორები განსაკუთრებულ მოგებას ელიან ახალ ათასწლეულში. მათგან ბევრს
არა აქვს ცოდნა სამეცნიერო მოდელირების სფეროში, როგორიცაა თანამედროვე პორტფოლიოს თეორია, ფიქსირებული კაპიტალის შეფასების მოდელი და სხვა მიდგომები ფინანსური აქტივების ინვესტიციების მართვაში, განსაკუთრებით ადგილობრივი რეგულაციების საზღვრებში. აქედან გამომდინარე ისინი განურჩევლად რისკის ქვეშ აყენებენ კაპიტალდაბანდებებს, სუბიექტურად იღებენ გადაწყვეტილებებს. აღნიშნულ კვლევაში შესწავლილია განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნის ტიპიური კონკურენტული და არაკონკურენტული 44 კომპანია, ნიგერიის მაგალითზე.კვლევაში გამოყენებული ჰიპოტეზების ტესტირებამ გვიჩვენა, რომ ფირმების მიდგომა საინვესტიციო პორტფოლიოს შერჩევის მიმართ ერთნაირია უმეტესობის შემთხვევაში. ინვესტიციიის განხორციელება თავისთვად დაკავშირებულია რისკებთან, საინვესტიციო რისკი იგულისხმება როგორც თანდაყოლილი პროცესი. პორტფოლიოს ერთგვაროვნება შეიძლება “ცუდად” აისახოს ინვესტიციების ამონაგებზე. კვლევიდან გამომდინარე რეკომენდაცია გაწეულია კორპორატიული ინვესტიციების მართვის პროცესებზე უწყებების და სტანდარტების მიხედვით. ორგანიზაციის მმართველების მიმართულების ცვლილება ეფექტური გადაწყვეტილების მისაღებად
მეცნიერული საშუალებების გამოყენებით მიიღება, როგორიცაა ინტეგრალური წარმოდგენა პორტფოლიოს მართვის სტრატეგიული მოდელის გამოყენებით. მოცემულ ნაშრომში განხილული სტრატეგიული მოდელი გადმოტანილია საქართველოს
მაგალითზე.
Downloads
გამოქვეყნდა
ციტირება
ნომერი
სექცია
ლიცენზია
Copyright (c) 2020 სამეცნიერო შრომათა კრებული
ამ ნაშრომზე მოქმედებს Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზია.