აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულში მაღალი სამეცნიერო ღირებულების მქონე ნაშრომების გამოქვეყნება შეუძლია როგორც EEU-ს პერსონალს, მკვლევარებსა და დოქტორანტებს, ასევე  სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ–მასწავლებლებს, მკვლევარებსა და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს.

შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება რეცენზენტის დასკვნის საფუძველზე.

სამეცნიერო შრომების კრებულში სტატიის გამოქვეყნების საფასური: 100 ლარი

EEU-ს პერსონალისა და სტუდენტებისათვის კრებულში ნაშრომების გამოქვეყნებას აფინანსებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი!

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • ორ ენოვანი სამეცნიერო ნაშრომის ანოტაციასთან ერთად (ქართულ და ინგლისურ ენებზე) მიღების ბოლო ვადა - 21 თებერვალი, 2022
  • კრებულის გამოცემა - მაისი, 2022

წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე sciencepapers@eeu.edu.ge  სათაურის ველში (subject) უნდა მიეთითოს ’’სამეცნიერო შრომების კრებული  N3’’.

განსაზღვრული ვადების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება!

მოთხოვნები სამეცნიერო ნაშრომის გასაფორმებლად იხილეთ დანართ 1-ში.

 გისურვებთ წარმატებას!

საკონტაქტო ინფორმაცია:

 თათია ღერკენაშვილი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, მობ: 598 10 57 29; ; ელ-ფოსტა: t.gherkenashvili@eeu.edu.ge