განათლების სისტემა და ტრანსფორმირებული გარემო საქართველოში
Main Article Content
რეზიუმე
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ეგიდით ჩატარდა კვლევა VUCA (არამდგრად, განუსაზღვრელ, რთულ და არაერთაზროვან) სამყაროს აჩქარებული ტემპებით გამოწვეული განსხვავებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო რეჟიმის პირობებში სამომავლო, საბაზო კომპეტენციების გააზრებისა და დადგენის შესახებ საქართველოს შრომის ბაზარზე. შრომის ბაზრის თვისობრივი ცვლილებიდან და გაზრდილი კონკურენციიდან გამომიდინარე, ფორმალურ განათლებასთან ერთად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება საჭირო კომპეტენციების განვითარება სწავლის პარალელურად. თანამედროვე ადამიანური რესურსების მართვის ტენდენციებისა და პრაქტიკის მიხედვით, სამსახურში აყვანის დროს ტექნიკურ ცოდნასთან ერთად ფასდება პოზიციის შესაბამისი და, ასევე, ორგანიზაციის მიერ დადგენილი ძირითადი ტრანსფერული კომპეტენციები.
კვლევის მთავარიხაზი ევროსაბჭოსა და ევროკომისიის ჩარჩო დოკუმენტის „განათლება და ტრენინგი 2020„ის ძირითად იდეას მიუყვება, რომლის თანახმადაც რელევანტური და მაღალი ხარისხის ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების განვითარება ხდება უწყვეტი განათლების მიწოდების გზით და ისინი მჭიდრო კავშირშია დასაქმებასთან, ინოვაციასთან, აქტიურ მოქალაქეობასა და კეთილდღეობასთან. კვლევას ასევე საფუძვლად დაედო 2018 2021 წელს საკონსულტაციო კომპანია
„დელოიტის“ მიერ ჩატარებული ადამიანური კაპიტალის გლობალური ტენდენციების კვლევა.
რაოდენობრივი კვლევის საშუალებით მოხდა კურსდამთვრებულთა და სამივე საფეხურის დამამთავ რებული კურსის სტუდენტების დამოკიდებულების გაცნობა უმაღლეს სასწავლებლებში მოთხოვნილ საბაზო კომპეტენციების შეძენისა და განვითარების შესახებ. კვლევაში მოცემულია სხვადასხვა კლასტერის წარმომადგენელთაგან შემდგარი ფოკუს ჯგუფებიდან, ასევე განათლების, ბიზნესისა და ადამიანური რესურსების დარგის ექსპერტებთან ჩაღრმავებული ინტერვიუებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გაკეთებული ანალიზის შედეგები. საყურადღებოა, რომ საქართველოს შრომის ბაზარზე გამოკვეთილი საბაზო კომპეტენციები განსხვავებულია და მხოლოდ ნაწილობრივ მოიცავს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს. ციფრული უნარები, კომუნიკაციის უნარები და უცხოური ენის შესწავლა ის ძირითადი ტრანსფერული უნარებია, რომელიც შრომის ბაზარზე არსებულმა ყველა მოთამაშემ დაასახელა. დანარჩები დისკურსები განხილულია კვლევაში.
კვლევის შედეგები გამოსადეგი იქნება არა მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლებისათვის, არამედ დამსაქმებლებისთვის და სამუშაოს მაძიებლებისთვისაც. კვლევის ბოლოს ჩამოყალიბებული რეკომენდაციები კი უმაღლესი სასწავლებლებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნი- ერების სამინისტროსთვის სამოქმედო გეგმის ნაწილადაც შეიძლება იქცეს.
Article Details
გამოყენებული ლიტერატურა
Cherkezishvili, D. Sanikidze, T. Gibbs, P. (2020), „Modern Challenges: The SocioPolitical Issues of Introducing Professional and Practice in Doctoral Education in the Emerging Economy of Georgia“, Quality in Higher Edu- cation, Vol. 26 p.98113.
Mariam Amashukeli, Diana Lezhava, Nino Gugusvhili, 2017, p. 11
„Education Return, Labor Market and Job Satisfaction in Georgia“. Unified Strategy of Education and Science in Georgia ა20172021, p. 8 https://mes.gov.ge/uploads/MESStrategy_20172021.pdf
2022 Deloitte CxO Sustainabilty Report, (2020), „The Best Job Skills For The Future Are Inherently Human“, availabl at
https://www.forbes.com/sites/deloitte/2020/01/24/thebestjobskillsforthefutureareinherentlyhu- man/?sh=2fe05f9f61c6 (accessed 12 January 2022)
Deloitte Insights, „The Rise of the Social Enterprise“, 2018 Deloitte Global Human Capital Deloitte Insights, „2018 Deloitte skills gap and future of work in manufacturing study“ Tom Bennett (FORBES Feb 23, 2022 )
„Say Goodbye To The Great Resignation And Hello To Dynamic Teams“ World Economic Forum
„These are the top 10 job skills of tomorrow – and how long it takes to learn them“ Oct 21, 2020