ბიტკოინის ფასებსა და და NASDAQ ინდექსს შორის შესაძლო დამოკიდებულების სტატისტიკური კვლევა

Main Article Content

ავთანდილ გაგნიძე
მაქსიმ იავიჩი

რეზიუმე

საინფორმაციო ტექნოლოგიების და მათი გამოყენების სწრაფი ზრდის ტემპის პარალელურად ბევრი ახალი „კომპიუტერიზებული“ ახალი ვალუტა ჩნდება. სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება


„ახალი ფულით“ ­ ბიტკოინით. ნაშრომში გამოკვლეულია პოპულარული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასების ცვლილებების და გლობალური NASDAQ ინდექსის ცვლილებებს შორის შესაძლო კავშირები მათემატიკური და სტატისტიკური მეთოდებით.


ჩვენი მთავარი საკვლევი კითხვაა: არსებობს თუ არა რაიმე სახის ურთიერთკავშირი ბიტკოინის ფასების დინამიკასა და გლობალური NASDAQ ინდექსის დინამიკას შორის? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩვენ ვიყენებთ როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი ანალიზის მეთოდებს. კერძოდ: რეგრესიულ მოდელს და არაპარამეტრული ტესტირების მეთოდს. რაოდენობრივი მეთოდების შედეგებიდან ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს საკმაოდ მაღალი დადებითი კორელაცია ბიტკოინის ფასებსა და NASDAQ ინდექსის მნიშვნელობებს შორის და რეგრესიული მოდელის საშუალებით ბიტკოინის ფასების ცვლილების დაახლოებით 60%­ის ახსნა შესაძლებელია NASDAQ ინდექსის ცვლილებებით. ამასთან, თვისობრივი ანალიზის შედეგად ჩვენ ვხედავთ, რომ რაიმე სახის ურთიერთკავშირი ბიტკოინის ფასების ცვლილებების და გლობალური NASDAQ ინდექსის ცვლილებებს შორის არ არსებობს და ეს ცვლადები დამოუკიდებელია. ასეთ შემთხვევაში უფრო სარწმუნოა თვისობრივი ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნა და მაღალი კორელაცია ალბათ შესაძლებელია იყოს შემთხვევითი.

Article Details

ციტირება
გაგნიძე ა., & იავიჩი მ. (2026). ბიტკოინის ფასებსა და და NASDAQ ინდექსს შორის შესაძლო დამოკიდებულების სტატისტიკური კვლევა. სამეცნიერო შრომების კრებული , 61–78. Retrieved from https://journals.eeu.edu.ge/index.php/collection-of-scientific-papers/article/view/102
სექცია
სტატიები
Author Biographies

ავთანდილ გაგნიძე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

პროფესორი, ფიზიკა­მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

მაქსიმ იავიჩი, კავკასიის უნივერსიტეტი

პროფესორი, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

კავკასიის უნივერსიტეტი

Bookmark and Share

გამოყენებული ლიტერატურა

Gagnidze A, Iavich M, Time­series Analysis of Bitcoin prices, Collection of Scientific papers, East European University, 2021

Bennet B, Brigs G, Triola M, Statistical Reasoning for Everyday Life, 4th ed. Pearson education 2014

Marr B, A short history of Bitcoin and Cryptocurrency, 2016 https://bernardmarr.com/a­ short­history­of­bit- coin­and­crypto­currency­everyone­should­read/

Chaim P, & Laurini, M. „Is Bitcoin a bubble?, 2019. „Statistical Mechanics and its Applications, Elsevier, vol. 517(C), pages 222­232.

CoinDesk https://www.coindesk.com/price/bitcoin/

NASDAQ composite charts, data, news https://finance.yahoo.com/quote/%5EIXIC

Newbold P, Carlson B, Thorne W. Statistics for Business and Economics, Pearson education, 2013.