ტურისტული კომპანიების საკადრო მენეჯმენტი პანდემიის პირობებში
Main Article Content
რეზიუმე
თანამედროვე მსოფლიოს ერთერთ ურთულეს გამოწვევას წარმოადგენს covid19 და პანდემიით გამოწვეული კრიზისები სხვადასხვა მიმართულებით. ტურიზმი, პანდემიის ნეგატიური გავლენით დაზარალებულ სფეროთა შორის ერთერთი პირველთაგანია, რადგან პანდემია პირველ რიგში მსოფლიოსა თუ რეგიონში თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს და ამით სერიოზულ საფრთხეს უქმნის ტურისტული ბიზნესის არსებობაგანვითარებას.
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში – ტურისტული ბიზნესი, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და ტურისტული მიმოსვლების შეჩერების გამო – ფაქტიურად უფუნქციოდ და ამდენად, უშემოსავლოდ დარჩა. ამან კი თავის მხრივ სფეროში დასაქმებული ადამიანების ფინანსური კრიზისი და პანდემიის ფონზე, მეტად ცოცხალ სფეროებში მათი გადინება გამოიწვია.
პროფესიონალი კადრების ტურისტული სფეროდან მიგრაცია ერთერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს აღნიშნული ბიზნესის მდგრადი განვითრებისათვის და პოსტპანდემიურ პირობებში სფეროს რეაბილიტაციისათვის, რადგან როგორც ვიცით – ტურისტული ბიზნესის წარმატებულობა, მასში დასაქმებული მომსახურე კადრების – განსაკუთრებით კი გიდებისა და ტურმენეჯერების პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, რომელიც გარდა თეორიული ცოდნისა, სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით მიიღწევა.
ამდენად, წინამდებარე კვლევა სწორედ იმ ღონისძიებების იდენტიფიცირებას შეეხება, რომელიც ტურისტულ ბიზნესში ჩართულმა მხარეებმა განახორციელეს ფორსმაჟორულ სიტუაციაში კადრების და საკუთარი ბიზნესის შესანარჩუნებლად. ასევე იმ ფაქტორებს უსვამს ხაზს, რომელთა აუცილებლობაზეც საუბრობენ ტურისტული სფეროს სწრაფი რეაბილიტაციისა და მდგრადი განვითრების ხელშეწყობისთვის.
Article Details
გამოყენებული ლიტერატურა
Japaridze, O., & Bandzeladze, M. (2021). Mountain Tourism Problems and Development Prospects in Georgia. Journal Ganatleba, pp. 237245.
Naciye, G., & Adem , A. (2020). Impacts of COVID19 on global tourism industry: A crossregional comparison. Sakaria, Turkey : Management Information Systems Department, Sakaria University.
UNWTO. (2021, 8 7). https://www.unwto.org/internationaltourismandcovid19. Retrieved from unwto.org: www.unwto.org: https://www.unwto.org/