ადრეული განათლების სერვისების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში (კერძო ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების პროცესი და საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული განვითარების საჭიროებები)

Main Article Content

ქეთევან აფთარაშვილი
ეკა ლუაშვილი

რეზიუმე

ადრეული განათლების სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას საქართველოში ბევრი გამოწვევა აფერხებს. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ მიმართულებით არის საგანმანათლებლო პერსონალი, რომელიც უნდა იყოს კარგად მომზადებული, მხარდაჭერილი პროფესიული განვითარების მიმართულებით და მაღალკვალიფიციური, რათა შეძლოს ბავშვზე ორიენტირებული მიდგომებისა და მეთოდოლოგიის დანერგვა, რაც ეფექტიანად დაეხმარებოდა ბავშვის განვითარებასა და კეთიდლღეობას, ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ცვლილებების განხორციელებას. პროფესიული განვითარების მხარდაჭერისთვის აღმზრდელ­პედაგოგებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მომზადებისა და გადამზადების პრაქტიკული ტრენინგები, უმაღლესი სკოლამდელი განათლების პროგრამები (რომლებიც მიმდინარე ეტაპისთვის საქართველოს მასშტაბით სულ 5 საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს აკრედიტებული/მიმდინარეობს აკრედიტაცია).


საქართველოში ადრეული განათლების სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაში ასევე მნიშვნელოვანი პროცესია გარე ხარისხის უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამ მიმართულებით 2023 წელს დაიწყო ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების მხარდაჭერის პროცესი, რომლის შესწავლაც მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს.


აღნიშნულიდან გამომდინარე, მეორეული მონაცემების ანალიზის, ასევე რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით შესწავლილია საქართველოში ადრეული განათლების სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიმართული კერძო ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების პროცესი და იდენტიფიცირებულია გამოწვევები; ასევე, გამოიკვეთა საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული განვითარებისთვის არსებული საჭიროებები.

Article Details

ციტირება
აფთარაშვილი ქ., & ლუაშვილი ე. (2026). ადრეული განათლების სერვისების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში (კერძო ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების პროცესი და საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული განვითარების საჭიროებები). სამეცნიერო შრომების კრებული , 125–142. https://doi.org/10.52340/eeu.2024.01.08
სექცია
სტატიები
Author Biographies

ქეთევან აფთარაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი

ეკა ლუაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

ასისტენტ­-პროფესორი

Bookmark and Share

გამოყენებული ლიტერატურა

ადრეული ასაკის ბავშვთა განათლების (ECE) დიაგნოსტიკური კვლევა საქართველოში (2022) https://www.unicef.org/georgia

ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების თვითშეფასების ფორმა და განხორციელების წესი https://www.eqe.ge/res/

პიტერსი, ი., ჰულპია, ჰ., (2018). საქართველოში სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევა (მოკლე მიმოხილვა), გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF https://www.unicef.org/georgia/me- dia/1231/file

საქართველოს პარლამენტი (08.06.2016). საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ�.

საქართველოს მთავრობის დადგენილება 76 (21.02.2023). ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/5727272?publication=0

საქართველოს მთავრობის დადგენილება №488 (30.10.2017). ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ https:// matsne.gov.ge/ka/document/view/3838798?publication=0

საქართველოს მთავრობის დადგენილება №478 (27.10.2017). აღმზრდელ­პედაგოგის პროფე­ სიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ https://matsne.gov.ge/ka/document/view/3837404?- publication=0

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021­2025 წლების სტრატეგიის 2023 წლის სამოქმედო გეგმა https://eqe.ge/res/NewFolder/

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდი: https://eqe.ge/ka/ page/parent/1015/tvitshefasebis­gankhorcieleba

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები https://eqe.ge/ka/page/static/1050/adreuli­da­skol- amdeli­aghzrdisa­da­ganatlebis­datsesebulebebi

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.