საქართველოს სახელმწიფო ვალის დინამიკა და მართვის თავისებურებები

Main Article Content

ანა ხუციშვილი
ლევან ჭელიძე
დავით ჭელიძე

რეზიუმე

კვლევის მიზანია ქვეყნის საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში მიმდინარე პროცესების, კერძოდ საქართველოს
სახელმწიფო საშინაო და განსაკუთრებით საგარეო ვალის არსებული დინამიკის შესწავლა. სახელმწიფო
ვალის ზრდის ტემპისა და მისი ოდენობის მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობასთან თანაფარდობის,
აღიარებული საერთაშორისო მიდგომებისა და ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულ პარამეტრებთან
შესაბამისობის ანალიზი და აღნიშნულ ანალიზზე დაყრდნობით არსებული ნაკლოვანებების გამოვლენა.
2010-19 წლების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების
(მათ შორის საპროგნოზო) დინამიკისა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზზე
დაყრდნობით შემუშავებულია შესაბამისი დასკვნები.
ნაშრომის დასკვნით ნაწილში წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფო ვალის, მთლიანი შიდა პროდუქტის
ოდენობასთან თანაფარდობის, ზღვრული მაჩვენებლის დაცვისა და ქვეყანის საბიუჯეტო პროცესის
სრულყოფის რეკომენდაციები.

Article Details

ციტირება
Ana Khutsishvili, Levan Chelidze, & David Chelidze. (2020). საქართველოს სახელმწიფო ვალის დინამიკა და მართვის თავისებურებები. სამეცნიერო შრომების კრებული , (1). Retrieved from https://journals.eeu.edu.ge/index.php/collection-of-scientific-papers/article/view/5
სექცია
ეკონომიკა, ბიზნესი, მართვა
Author Biographies

ანა ხუციშვილი

ლევან ჭელიძე

დავით ჭელიძე

Bookmark and Share