კორპორაციული მართვის სრულყოფის თავისებურებები საქართველოში

Main Article Content

გივი დუჩიძე

რეზიუმე

ნაშრომში განხილულია საქართველოში კორპორაციული მართვის ფორმირების აქტუალური საკითხები, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1990-იან წლებში. შეფასებულია კორპორაციული მართვის ანგლოსაქსური მოდელის საქართველოს პირობებში რეალიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. გაანალიზებულია კორპორაციული მართვის ის პრობლემები, რომლებიც
დამახასიათებელია როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, ისე საქართველოსთვის, შეფასებულია ამ პრობლემების დარეგულირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. განხილულია საქართველოში კორპორაციული კანონმდებლობის ფორმირების ტენდენციები. გამოთქმულია მოსაზრება, რომ საქართველოში კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტის
დამკვიდრებისათვის აუცილებელია კომპანიათა კორპორაციული მართვის კოდექსის დამუშავებამიღება, რომელიც უზრუნველყოფს კორპორაციული მართვის საყოველთაო პრინციპების დამკვიდრებას.

Article Details

ციტირება
Givi Duchidze. (2021). კორპორაციული მართვის სრულყოფის თავისებურებები საქართველოში. სამეცნიერო შრომების კრებული . Retrieved from https://journals.eeu.edu.ge/index.php/collection-of-scientific-papers/article/view/70
სექცია
ბიზნესი, ეკონომიკა
Bookmark and Share