ბიტკოინის ფასების პროგნოზირება დროითი მწკრივებით
Main Article Content
რეზიუმე
2008 წლიდან, მას შემდეგ, რაც სატოში ნაკამოტოს სახელით პირველად იქნა შემოღებული კრიპტოვალუტა, სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება „ახალი ფულით“ – ბიტკოინით. ბიტკოინი არის ქრონოლოგიურად პირველი კრიპტოვალუტა და მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში ბევრი სხვა კრიპტოვალუტა იყო შექმნილი და მომავალშიც იქნება შექმნილი, ბიტკოინი დღემდე რჩება ყველაზე პოპულარულ კრიპტოვალუტად. ბუნებრივია, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების და მათი გამოყენებების სწრაფი ზრდის ტემპის პარალელურად ბევრი ახალი „კომპიუტერიზებული“ ახალი ვალუტა გაჩნდება. რადგან ყველას შეუძლია იყიდოს და გაყიდოს კრიპტოვალუტა (მაგალითად, ბიტკოინი) და, ამდენად, კრიპტოვალუტა არის ვაჭრობის საგანი, აქედან გამომდინარე, კრიპტოვალუტა და, კერძოდ, ბიტკოინი არის პროდუქტი. ბუნებრივად ჩნდება შეკითხვები კრიპტოვალუტის ფასის ცვლილებების კანონზომიერებების შესახებ. კერძოდ: არის თუ არა, კროპტოვალუტის (და კერძოდ, ბიტკოინის) ფასების ცვლილებები დაკავშირებული გლობალური ეკონომიკის განვითარების ტენდენციებთან? არის თუ არა დაკავშირებული კროპტოვალუტის (და კერძოდ, ბიტკოინის) ფასების ცვლილებები გლობალური ეკონომიკის მდგომარეობის ისეთ მაჩვბენებლებთან, როგორიცაა ცნობილი ინდექსები DJII, Nasdaq, S&P 500 და სხვა. ამდენად საინტერესოა პოპულარული
კრიპტოვალუტის, ასევე საინტერესოა, არის თუ არა კროპტოვალუტის (და კერძოდ, ბიტკოინის) ფასების ცვლილებების პროგნოზირება შესაძლებელი დროითი მწკრივების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით.