გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლი რუანდის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნაში
Main Article Content
რეზიუმე
1994 წლის 6 აპრილს რუანდაში დაწყებული, ათწლეულების განმავლობაში არსებული სამოქალაქო დაპირისპირების ახალი ტალღის შედეგად განხორციელებული გენოციდის, ადამიანის უფლებების მასობრივი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებული მძიმე დარღვევების პასუხად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ, 1994 წლის 8 ნოემბერს რუანდის დროებითი საერთაშორისო ტრიბუნალი იქნა დაფუძნებული, რაც მუდმივმოქმედი
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და თანამედროვე საერთაშორისო სისხლის სამართლის ისტორიული განვითარების გზაზე, უდიდეს მნიშვნელობის მქონე და გარდამტეხ მოვლენას წარმოადგენდა. ტრიბუნალის დაარსების მიუხედავად, ათწლეულების განმავლობაში არ წყდება საერთაშორისო საზოგადოებისა და მეტწილად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკა რუანდაში მიმდინარე მოვლენების პასუხად გატარებული ღონისძიებების გამო. აღნიშნული ნაშრომი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ რუანდის ტრიბუნალის დაფუძნებასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზს ისახავს მიზნად. წინამდებარე სტატიაში, 1994 წლის 6 აპრილიდან 1994 წლის 8 ნოემბრამდე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვადასხვა ორგანოების მიერ, რუანდის დროებითი ტრიბუნალის დაარსებასთან დაკავშირებული საქმიანობის ანალიზის შედეგად, ერთის მხრივ, ტრიბუნალის დაფუძნებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ხოლო მეორეს მხრივ რუანდაში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ქმედებები იქნა ასახული.