უცხოური სამართლის ინტერპრეტაცია საერთაშორისო კერძო სამართალში

Authors

  • თამარ მსხვილიძე

Keywords:

საკვანძო სიტყვები არ არის

Abstract

შესავალი და მიზანი: თანამედროვე პირობებში ღია საზოგადოებად ჩამოყალიბებამ მკვეთრად გაზარდა უცხოური ელემენტის შემცველი სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების რიცხვი. საერთაშორისო კერძო სამართალი რთულ, სპეციფიკურ ურთიერთობებს აწესრიგებს, რომლის დროსაც სხვადასხვა სამართლებრივი სისტემები უპირისპირდებიან ერთმანეთს. უცხოური სამართლის დადგენას პრაქტიკული სიძნელეები ახლავს, რადგან მოსამართლემ უნდა გამოიყენოს არა უბრალოდ უცხოური კანონები, არამედ გაითვალისწინოს სასამართლო პრაქტიკა და ინტერპრეტაცია, რომლითაც ის გამოიყენება უცხო ქვეყანაში .
უცხოური სამართლის არსის დადგენის წესი არსებითად განსხვავდება იმისგან, თუ როგორ ადგენს სასამართლო თავის ეროვნულ სამართალს, რომელთან მიმართებით მოქმედებს პრინციპი: სასამართლომ იცის კანონი - iura novit curia. რაც შეეხება უცხოურ ნორმას, მოსამართლეს არ შეუძლია და არც მოეთხოვება მისი ცოდნა იმ დონეზე, რომ გადაწყვიტოს დავა.

Author Biography

თამარ მსხვილიძე

დოქტორანტი
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

Published

2020-08-12

How to Cite

თამარ მსხვილიძე. (2020). უცხოური სამართლის ინტერპრეტაცია საერთაშორისო კერძო სამართალში. Editions of East European University. Retrieved from https://journals.eeu.edu.ge/index.php/issues-of-european-integration/article/view/56