გეოგრაფიული და ორგანული ნიშანდების ბიზნეს-შე- საძლებლობები (საქართველოს ევროინტეგრაციის მიმარ- თულებით)

Authors

  • თინათინ მამესწარაშვილი

Keywords:

საკვანძო სიტყვები არ არის

Abstract

სტატიის მიზანია ცხადყოს ბიომეურნეობების განვითარებისა და გეოგრაფიული ნიშანდების
პროდუქტის წარმოების ზრდის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციაში. გაერომ
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მეთოდს შორის დაასახელა მდგრადი განვითარება, რაც
გულისხმობს მწვანე ეკონომიკისა და მათ შორის, ბიომეურნეობების, ასევე ეკოსოფლების
განვითარებას. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ქართული სოფლის განვითარებაზეა
საუბარი, ორიენტაცია უნდა ავიღოთ ეკოლოგიური, მდგრადი განვითარების პრინციპებით
განვითარებაზე. ქვეყანა, რომელიც მდიდარია კლიმატური პირობებით, ნიადაგის ნაყოფიერებით, მაღალი გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის წარმოების პოტენციალით, აუცილებლად უნდა დაადგეს ორგანული პროდუქციის შექმნის და ამ
მიმართულებით ეკონომიკის გაძლიერების გზას. ევროკავშირის ბაზარზე მოთხოვნა ორგანულ პროდუქტზე დღითიდღე იზრდება. ამასთან, აუცილებელია შეიქმნას გეოგრაფიული აღნიშვნები ქართული, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციისთვის და
უმოკლეს დროში ვიზრუნოთ მათ ექსპორტზე ევროკავშირში, ეს რა თქმა უნდა დააჩქარებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციას. მისასალმებელია, რომ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა აღნიშნული საკითხი და ქვეყანაში ბიოაგროწარმოების გასავითარებლად გამოყო მეტი ფინანსური რესურსი.ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაარსდა მარკეტინგის საბჭო, რომლის მიზნებია: გეოგრაფიული აღნიშვნების სქემების განვითარება, პროდუქტის ბრენდინგი, ხარისხის ნიშნებისა და სტანდა¬რტების შემოღება, მარკეტინგის საერთაშორისო პრაქტიკის
დანერგვის ხელშეწყობა და მათი დაცვის სამართლებრივი და ინსტიტუციონალური მექანიზმების სრულყოფა.

Author Biography

თინათინ მამესწარაშვილი

დოქტორანტი
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

Published

2020-08-12

How to Cite

თინათინ მამესწარაშვილი. (2020). გეოგრაფიული და ორგანული ნიშანდების ბიზნეს-შე- საძლებლობები (საქართველოს ევროინტეგრაციის მიმარ- თულებით). Editions of East European University. Retrieved from https://journals.eeu.edu.ge/index.php/issues-of-european-integration/article/view/66