ინფლაცია და მისი რეგულირების ზოგიერთი მიმართულება
Main Article Content
რეზიუმე
ნაშრომის მიზანია უკანასკნელ პერიოდში გააქტიურებული ინფლაციური პროცესების ქვეყნის ეკონომიკისათვის მინიმალური დანაკარგებით დაძლევის გზების ძიება.
აღნიშნულის გათვალისწინებით ნაშრომის პირველ ნაწილში განხილულია მსოფლიო პანდემიის ზემოქმედებით შემცირებული ეკონომიკური აქტივობების სტიმულირებისათვის საერთაშორიო ფინანსური ინსტიტუტებისა და ცალკეული ქვეყნების ხელისუფალთა მიერ განხორციელებული ღონისძიებები. გამოვლენილია ამ პოცესის შედეგად განვითარებული, მათ შორის აშშ დოლარის, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლები.
მსოფლიო სარეზერვო ვალუტის ინფლაციის შედეგად საქართველოში იმპორტირებული და სა ქართველოს რიგი მაკროეკონომიკური პარამეტრებით გაძლირებებული ინფლაციის აღწერა ანალიზის, აგერთვე ირვინ ფიშერის განტოლების საფუძველზე ჩატარებული გაანგარიშებების შედეგად გამოკვეთილ არასაურველ საპროგნოზო პარამეტრებებზე დაყრდნობით კეთდება დასკვნა ქვეყანაში ინფლაციიის მართვარეგულირების პროცესის გააქტიურების აუცილებლობის შსახებ.
ფისკალური მეთოდებით, კერძოდ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების გზით, ინფლაციასთან ბრძოლის ბერკეტად ნაშრომში განხილულია, საქართველოს 2022 წლის სახემწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის „სხვა ხარჯები“ს მუხლით გათვალისწინებული, აგრეთვე კაპიტალურ და საინვესტიციო პროექტების კატეგორიას მიკუთვნებული ბუნდოვანი საბიუჯეტო ასიგნებების არსე ბობის მიზანშეწონილების საკითხი.
ინფლაციასთან ბრძოლისათვის აუცილებელი, საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების მიზნით წარ მოდგენილია მოსაზრება, კაპიტალური და საინვესტიციო პროექტების ანტიიმფლაციური და პროგ რამული ბიუჯეტის შედგენის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევებში მათი საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული მიდგომის რეალიზების შედეგად შემცირებული ერთობლივი მოთხოვნის კომპენსირების მიზნით ნაშრომის დასკვნით ნაწილში წარმოდგენილია მოსაზრება ქვეყნის ჰიდროენერგეტიკული სექტორის განვითარების საინვესტიციო პროექტების შექმნარეალიზების თაობაზე.
აღნიშნული პროექტების პირველი ეტაპის დაფინანსების წყაროდ შემოთავაზებულია საპენციო სააგენტოში აკუმულირებული ფინანსური სახსრების გამოყენება. ხოლო პროექტის შემდგომი ეტა პების დაფინანსებისათვის განხილულია მათი აქციონირების მექანიზმის ამოქმედება.
Article Details
გამოყენებული ლიტერატურა
Campbell R. McConnell, University of Nebraska, Stanley L. Brue, Pacific Lutheran University, Sean M. Flynn, Scripps College. Copyright ©2015 by McGrawHill., ECONOMICS: PRINCIPLES, PROBLEMS, and POLICIES – Twentieth edition Published by McGrawHill Education, 2 Penn Plaza, New York, NY 10121.
https://bok.org/book/5064635/5a4056Fisher’s Quantity Theory of Money: Equation, Example, Assumptions and Criticisms Article Shared by SumanK
https://www.economicsdiscussion.net/money/quantitytheoryofmoney/fishersquantitytheoryofmo- neyequationexa
[1] ცხრილი №2ით წარმოდგენილი ფასების დონის მაჩვენებელი გაანგარიშებულია ირვინ ფიშერის ცნობილი განტოლების საფუძველზე P = MV/Y სადაც: P – ფასების დონე; M – ფართო ფული M; V – ფულის მიმოქცევის სიჩქარე; Y – საქონელისა და მომსახურების მთლიანი გამოშვება.