Archives

  • Students’ Scientific Conference “Actual Issues of European Integration” 2018

    Conference proceedings of the university students' scientific conference "Actual Issues of European Integration" held in 2018 by East European University.

  • Entrepreneurship Successfully Launching New Ventures, Sixth Ed. Publisher: Pearson, 2018

    აშშ-ის საქართველოს საელჩოს მიერ გამოცხადებული წიგნის თარგმანის პროგრამა 2018-ის გამარჯვებული აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) პროექტის ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პარტნიორობით გამოიცა ქართულ ენაზე თარგმნილი სახელმძღვანელო – ’’მეწარმეობა, ახალი საწარმოს წარმატებული წამოწყებისთვის’’, ავტ. ბრუს რ. ბარინგერი და რ. დუეინ აირლენდი (Entrepreneurship: Successfully Launching New Ventures, sixth ed. Publisher: Pearson, 2018,).

    აღნიშნული სახელმძღვანელოს ავტორების ნაშრომები დიდი მოთხოვნით სარგებლობს აშშ-ს, კანადის, ავსტრალიისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.

    გამოცემის თითოეულ თავში განხილულია რეალური მაგალითები, სპეციალური შემთხვევების ანალიზები, პრობლემები, რომლებსაც დღესდღეობით აწყდებიან მეწარმეები და წარმოდგენილია მათი გადაჭრისთვის საჭირო კონკრეტული გზები. სახელმძღვანელოში განხილული თემები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის პროგრამების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის, არამედ მოქმედი სპეციალისტებისა და მეწარმეობის საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის.

    ✍️ წიგნის თარგმანის პროექტზე მუშაობდნენ:

    ✔ შალვა მაჭავარიანი – პროექტის ხელმძღვანელი, სამეცნიერო რედაქტორი (EEU)
    ✔ ნათია ჭიღვარია – პროექტის თანახელმძღვანელი, მკვლევარი/მთარგმნელი (GIPA)
    ✔ მიხეილ თოქმაზიშვილი – მკვლევარი/მთარგმნელი (TOU & EEU)
    ✔ ნათია ჭიღვარია – მკვლევარი/მთარგმნელი (GIPA)
    ✔ ნიკოლოზ აბუაშვილი – მკვლევარი/მთარგმნელი (GIPA)
    ✔ ვახტანგ ჭარაია – მკვლევარი/მთარმგნელი (GRUNI & EEU)
    ✔ გიორგი ღაღანიძე – მკვლევარი/მთარგმნელი (TSU)
    ✔ გელა გრიგოლაშვილი – მკვლევარი/მთარგმნელი (EEU)
    ✔ჟანა ანთია – მკვლევარი/მთარგმნელი (GIPA)
    ✔ თათია ღერკენაშვილი – ტექნიკური რედაქტორი, პროექტის კოორდინატორი (EEU)

  • სამართლის ფილოსოფია, ევგენი აფონასინი, ანტონ დიდიკინი, 2017

    ანოტაცია:

    სახელმძღვანელოს ძირითადი ამოცანაა, მოკლედ იქნეს მიმოხილული ძირითადი პრობლემები და დისკუსიები, რომლებიც ანალიტიკური სამართლის ფილოსოფიის მთლიანობას ქმნის, მათი ურთიერთკავშირი კლასიკურ ფილოსოფიურ-სამართლებრივ სწავლებებთან. ანალიტიური ტრადიცია ჩამოყალიბდა XX საუკუ ნეში, ჰარტის, მისი მიმდევრების, ოპონენტებისა და კრიტიკოსების გარშემო.

    მკითხველი სამართლის ფილოსოფიის ამგვარი სახელმძღვანელოს წაკითხვით დაინტერესდება ფილოსოფიურ-სამართლებრივი თეორიის უფრო ღრმა შესწავლით, რომელიც მხოლოდ სამართლის, როგორც თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს მოვლენის, არსს კი არ ააშკარავებს, არამედ, ასევე, ხსნის სამართლებრივ და მორალურ დანაწესთა ურთიერთმიმართების, სამართლებრივი სისტემის სტრუქტრის, სასამართლო მიხედულებისა და სამართალშეფარდების საკითხებს

  • საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, 2013

    ანოტაცია:

    ,,საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი’’ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოა, რომელიც მოიცავს კონსტიტუციონალიზმისა და საქართველოს საკონსტიტუციო მოწყობის ძირითადი საფუძვლების შესახებ ინფორმაციას.

    ,,საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი’’ თვისობრივად ახალი სახელმძღვანელოა, მასში გათვალისწინებულია როგორც ქართული, ისე ბრიტანული, ამერიკული და ევროპული გამოცდილება. მისი უმთავრესი დანიშნულება სტუდენტთათვის კონსტიტუციონალიზმის საფუძვლების, საქართველოს საკონსტიტუციო სამართლისა და სახელმწიფოს მართლწესრიგის შესახებ საბაზისო ინფორმაციის მიწოდებაა. სახელმძღვანელოში სისტემურადაა წარმოდგენილი ზოგადთეორიული, შედარებითსამართლებრივი ინფორმაცია, საქართველოს ისტორიული გამოცდილება და სახელმწიფო ინსტიტუტთა მოქმედი მოწესრიგება. ნაშრომში ადამიანის ძირითადი უფლებებსა და საქართველოში უფლების დაცვის მექანიზმებს სპეციალური თავი თავი ეთმობა, ურომლისოდაც კონსტიტუციონალიზმის საფუძვლების შესწავლა წარმოუდგენელია.