სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის თავისებურებანი მერძევეობის ფერმაში
Main Article Content
რეზიუმე
ნაშრომის მიზანია სურსათის უვნებლობის თავისებურებათა მიმოხილვა მერძევეობის ფერმაში და მისი კავშირის დადგენა HACCPის სისტემის დანერგვის სპეციფიკასთან. ამ მიზნით ავტორთა მიერ კვლევები ჩატარებული იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულში შემავალი სამი სოფლის სამ მერძეულ ფერმაში და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულში შემავალი სამი სოფლის სამ მერძეულ ფერმაში. მთლიანობაში კვლევის ობიექტს წარმოადგენდა შერჩეული მუნიციპალიტეტების ექვს სოფელში ექვსი მერძეული ფერმა. ჩვენ მიერ შერჩეულ მერძევეობის ფერმებში HACCPის სისტემის რისკის წერტილებიდან ყველაზე მაღალი რისკის შემცველი აღმოჩნდა პირუტყვის წველის და რძის პირველადი შეგროვების პროცესი. ფერმაში რძის მიღების პროცესში დასაქმებული პერსონალი მისი დაბინძურების პოტენციურ წყაროს წარმოადგენს და აქედან გამომდინარე აუცილებელია მწველავებმა ზედმიწევნით დაიცვან პირუტყვის წველის პროცესის მოთხოვნები. ფერმებში რძის ნედლეულის უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით პერიოდულად უნდა განხორციელდეს პირუტყვის სადგომში ჰაერის სისუფთავის, ტემპერატურის, ტენიანობის კონტროლი.
Article Details
გამოყენებული ლიტერატურა
საერთაშორისო სტანდარტი ISO 22000:2005.
საქართველოს კანონი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენერეთა დაცვის კოდექსი 08.05.2012 წ.
საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების HACCPის სისტემა, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 07.08.2006 წ.
Codex Alimentarius – კვების პროდუქტების საერთაშორისო სტანდარტი, 1999 წ.